ლიბერთისა და „მერსი ქორფსის“ ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, გრძელდება მასშტაბური პროგრამა „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE).
პროგრამის პირველი ეტაპი წარმატებით განხორციელდა და 800-მა ახალგაზრდამ მიიღო შესაბამისი ცოდნა, საწარმოების მართვისა და განვითარების მიმართულებით.
ამჯერად, გამოცხადდა პროგრამის მეორე ეტაპი და გრძელდება სამიზნე მუნიციპალიტეტებიდან 18-35 წლის ახალგაზრდების რეგისტრაცია. ეს პროექტი, ხელს უწყობს ახალგაზრდა, დამწყებ და მოქმედ მეწარმეებს განავითარონ სამეწარმეო უნარები, შექმნან ახალი ან გააფართოონ არსებული ახალგაზრდული საწარმოები. აღნიშნული პროექტი ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს მიიღონ შესაბამისი ცოდნა, მოიპოვონ დაფინანსება და გააძლიერონ საკუთარი ბიზნესი.
რეგისტრაცია შესაძლებელია ონლაინ – ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ან QR კოდების მეშვეობით. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 31 მარტი.
ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის (RDYE) არის 3.5 წლიანი პროექტი, რომელსაც ახორციელებს მერსი ქორფსის წარმომადგენლობა საქართველოში (Mercy Corps Georgia) ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით.
პროექტის მხარდამჭერებია ლიბერთი და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.
RDYE პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებია:
ქვემო ქართლი – რუსთავი, მარნეული, ბოლნისი, გარდაბანი, თეთრიწყარო, წალკა
სამცხე-ჯავახეთი ბორჯომი, ასპინძა, ადიგენი, ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა
შიდა ქართლი – გორი, ქარელი, კასპი
მცხეთა-მთიანეთი – მცხეთა, დუშეთი, თიანეთი
„მერსი ქორფსის“ შესახებ
„მერსი ქორფსი“არის საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ადამიანებს ეხმარება შექმნან უსაფრთხო, პროდუქტიული და სამართლიანი გარემო, რათა შეამსუბუქოს ტანჯვა, სიღარიბე და ჩაგვრა. „მერსი ქორფსი“ საქართველოში 2000 წლიდან მუშაობს და ქმნის პროდუქტიულ, მედეგ, სტაბილურ, უსაფრთხო და სამართლიან თემებს სიღარიბითა და კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში.
[R]