in

„Cashback“ ლოგო Logo Design Trends 2021-ში მოხვდა, ვიზუალი კი Lürzer’s Archive-ში დაიბეჭდა

გამოცემა Lürzer’s Archive მსოფლიოს საუკეთესო არტისტების ნამუშევრებს აერთიანებს

„ლიბერთი ბანკის“ ლოიალობის პროგრამისთვის „Cashback“ შექმნილი ვიზუალები Lürzer’s Archive-ის კატალოგში დაიბეჭდა, 200 Best Digital Art / illustrator Worldwide, 2021-2022. ის მსოფლიოს საუკეთესო არტისტების მიერ შექმნილ, რჩეულ ნამუშევრებს აერთიანებს. გამოდის 2 წელიწადში ერთხელ.

BOG
BOG

საერთაშორისო გამომცემლობა Lürzer’s Archive 1984 წელს დაარსდა და მოიცავს: Lürzer’s Archive ჟურნალს; Lürzer’s Archive 200 Best კატალოგს; the Lürzer’s Archive website, plus our wide range of apps.

2004 წლიდან, Lürzer’s Archive გამოსცემს სერიას “200 Best“, რომელიც გრაფიკული დიზაინის სხვადასხვა დისციპლინას ეძღვნება. თითოეული ტომი გამორჩეულ 200 დიზაინერსა და მათ ნამუშევრებს ეძღვნება და ორ წელიწადში ერთხელ გამოდის. მასალას სპეციალური ჟიური არჩევს და ხარჯების განაწილების პირობით, შერჩეული საუკეთესო ნამუშევრები იბეჭდება.

2010 წელს, ჩვენი პროდუქციის ასორტიმენტს დავამატეთ კიდევ ერთი “200 Best Packaging Design”. “200 Best Automotive Ads 2000-2010 Worldwide”-ის შექმნით კი გადავწყვიტეთ, შეგვეცვალა ორიენტირი და ასპარეზი დაგვეთმო არა მხოლოდ შემოქმედებითი ინდუსტრიის წამყვანი წარმომადგენლების, არამედ, გადაწყვეტილებების მიმღებებისთვისაც ამ სფეროში. ახალი გამოცემების დამატებას მომავლშიც ვაპირებთ, შევკრებთ სპეციალურ წინადადებებსა და კატეგორიებს, მოვიცავთ სხვადასხვა სექტორს. ასე კიდევ უფრო გავაფართოებთ ჩვენს აუდიტორიას“.

თუმცა, „Cashback“ ბრენდის წარმატება ამით არ სრულდება – მისი ლოგო Logo Design Trends 2021-ში მოხვდა.

„Cashback“ ლოიალობის პროგრამაა, რომლის საშუალებითაც ბანკის მომხმარებლებს, პარტნიორ ობიექტებში პროდუქტის, ან სერვისის შეძენისას, „ლიბერთი ბანკის“ ნებისმიერი ბარათით გადახდის შემთხვევაში, თანხის ნაწილი უკან უბრუნდებათ.

 „Cashback-ის სახით შეიქმნა პროგრამა, რომელიც ყოველთვის საუკეთესო დანაზოგს შემოგთავაზებს და გადახდილი თანხის ნაწილს ანგარიშზე მომენტალურად დაგიბრუნებს.  ამავდროულად, დაგეხმარება, გაიუმჯობესო და გაიმრავალფეროვნო ყოველდღიურობა“. 

ლოიალობის პროგრამა, „ლიბერთი ბანკის“ რებრენდინგის შემდეგ, პირველი განაცხადი იყო – ახალი პროდუქტი, რომელიც მორგებულია ნებისმიერ ადამიანზე და განაპირობებს ახალი სეგმენტების ათვისებას.

„Cashback“-ის საკომუნიკაციო სტრატეგია და ბრენდინგი სააგენტო „ლივინგსტონმა“ შექმნა. 

 

Logo design

Credits:
Logo Designer: Kakha Kakhadzen; Mariam Epitashvili
Type Designer: Akaki Razmadze

Visuals

Credits:
Creative Director: Beqa Adamashvili

Art Director: Sophia Antidze

Concept Artist: Noshre Darakhvelidze

3D Artist: Saba Kavtaradze

Creative Retoucher: Abesalom Kavelashvili

Copywriter: Salome Zhvania

Account Director: Eko Chubinidze

Account Manager: Khatia Khatiashvili

Strategy Director: Nino Kuprashvili

Strategist: Salome Dolidze

 

[R]

Facebook-ს ახალი ფუნქცია – ალგორითმზე დაფუძნებულ News Feed-ს თავს ადვილად დააღწევთ!

ღვინის ინტერაქციული, წებოვანი ეტიკეტი, რომლის ბოთლზეც „ჯვრები და ნულების“ თამაში შეგიძლიათ