in

“ლიბერთის” კორპორაციულ კულტურასა და შიდა კომუნიკაციებს ლიკა კაპანაძე უხელმძღვანელებს

საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი ლიკა კაპანაძე “ლიბერთი” ბანკში კორპორაციული კულტურისა და შიდა კომუნიკაციების განყოფილებას უხელმძღვანელებს. “ლიბერთიში” ლიკა კაპანაძემ “საქართველოს ბანკის” ბრენდის განვითარების დეპარტამენტის, შიდა ურთიერთობის სამსახურიდან გადაინაცვლა. მანამდე ხელმძღვანელობდა შიდა კომუნიკაციის და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებებს როგორც საბანკო, ისე კერძო სექტორში.

M: რას მოიცავს შენი ახალი პოზიცია?

შიდა კომუნიკაციები საქართველოში შედარებით ახალი, თუმცა ძალიან სწრაფად განვითარებადი სფეროა. დიდი კომპანიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახდა შიდა კორპორაციული კულტურის განვითარება, თანამშრომელთა კმაყოფილება და ჩართულობა, რაც 21-ე საუკუნის კლიენტზე ორიენტირებული გარემოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ადამიანური კაპიტალის მართვისას შიდა კომუნიკაცია ერთერთი საკვანძო და მნიშვნელოვანი მიმართულებაა, სწორედ ამიტომ, “ლიბერთიში” სტრუქტურულად კორპორაციული კულტურისა და შიდა კომუნიკაციის განყოფილება HR& ადმინისტრირების დეპარტამენტს ეკუთვნის.

M: როგორია შენი მოლოდინები და რა გამოწვევებს ხედავ “ლიბერთიში” მუშაობისას?

ჩემთვის ლიბერთი ბანკის კორპორაციული კულტურისა და შიდა კომუნიკაციების განყოფილების უფროსის პოზიცია ძალიან დიდი გამოწვევაა. ლიბერთის მომხმარებელი ძალიან მრავალფეროვანია და შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული, კმაყოფილი თანამშრომლები, რომლებიც ჩვენს მომხარებლებს სრულყოფილ მომსახურებას შესთავაზებენ. რაც უფრო დიდია კომპანია, მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ თანამშრომელს კარგად ესმოდეს კომპანიის ღირებულებები და  იყოს თავისი ბრენდის ამბასადორი, როგორც მომხმარებელთან, ასევე კომპანიის გარეთ. ამისთვის შიდა კომუნიკაციის მიმართულებით, მსოფლიო საუკეთესო გამოცდილების მრავალი პლატფორმა და ინსტრუმენტი არსებობს, რომლის გამოყენებასაც ცხადია ვგეგმავთ ლიბერთიში. ეტაპობრივად, ბევრ საინტერესო სიახლეს შევთავაზებთ ლიბერთი ბანკის თანამშრომლებს და შევეცდებით ლიბერთელების ყოველდღიურ სამუშაოში მეტი მრავალფეროვნება შევიტანოთ. ჩვენ გვჯერა, რომ მოტივირებული თანამშრომლების გუნდი ქმნის და ანვითარებს კომპანიას და სწორედ ის არის მისი ყველაზე დიდი აქტივი.

რეკლამა, რომელსაც მთელი ქალაქი იღებდა – Volkswagen-ის კამპანია

როგორ გამოვიძახო ხელოსანი მარტივად? – ქართული პლატფორმა Profy505