in

დიდი განახლება ლიბერთის მარკეტინგის გუნდში

ცოტა ხნის წინ, ლიბერთიმ საზოგადოებას ახალი სტრატეგიის შესახებ გააცნო. „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის“ ლიბერთის ოჯახის ამ განაცხადს მნიშვნელოვანი ცვლილებებიც მოყვა. მათ შორის ერთ-ერთია ორგანიზაციული ცვლილებები. პირველი დიდი სიახლის შესახებ, ჯერ კიდევ, გაზაფხულზე გახდა ცნობილი, როდესაც მარკეტინგის გუნდში „კამპანიების მართვის დეპარტამენტი“ შეიქმნა. მისი ხელმძღვანელობა თინი ოსეფაშვილმა ჩაიბარა. ლიბერთის სოციალურ მედიას ნინო ბიწაძე უხელმძღვანელებს, კორპორატიული ბრენდის განვითარების განყოფილებას კი – ხატია ხატიაშვილი. სწორედ მათგან შევეცადეთ გაგვეგო, რას მოიცავს „ახალი ლიბერთის“ ეს პოზიციები, ახალი პერსპექტივიდან და როგორ აისახება ყოველივე ეს სამომავლო განვითარებაზე.

M: თინი, როგორც ვიცით, კამპანიების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა ჩაიბარეგვიამბე, რას მოიცავს შენი როლი და როგორ ხედავ ამ მიმართულების განვითარებას?

ჩვენი მიზანია, თითოეული შეთავაზება და ნებისმიერ არხში კომუნიკაცია იყოს მომხმარებელზე მორგებული, მარტივი, გასაგები და რაც მთავარია – სწორ დროს, სწორ არხში მიმართული. 

თინი ოსეფაშვილი

თინი ოსეფაშვილი: კამპანიების ცენტრალიზებული მართვა სრულიად ახალი მიმართულებაა ლიბერთისთვის  და ჩემთვის, დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად, დიდი გამოწვევაა. ახალი ლიბერთის სტრატეგიის ფარგლებში, ჩვენ ვიცვლებით, პროდუქტზე ორიენტირებული კომპანიიდან მომხმარებელზე  ორიენტირებულ კომპანიად ვყალიბდებით. შესაბამისად, ბანკში შეიცვალა მარკეტინგის მიდგომაც და გაჩნდა მონაცემების ანალიზის რესურსი. თვეების განმავლობაში ვნერგავდით კამპანიების მართვის სპეციალური პროგრამას, რომლის დახმარებით ზუსტად შეგვიძლია განვსაზღვროთ, რა ქცევები და ინტერესები აქვს ლიბერთის სხვადასხვა სეგმენტს თუ კონკრეტულ მომხმარებელს, რა მომდევნო პროდუქტი ან სერვისი შეიძლება მოვარგოთ და შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებელს. ძალიან მალე შევძლებთ ვიქონიოთ კლიენტის შესახებ 360 ხედვა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კომუნიკაციას, მოგვცემს კომუნიკაციის წესებისა და ხარისხის კონტროლის მექანიზმს მთელი ბანკის მასშტაბით.

სანამ ამ პოზიციას დავიკავებდი, საკმაოდ საინტერესო გზა გამოვიარე – ჩემი საქმიანობა წლების განმავლობაში უფრო სოციალურ მედიაზე იყო ფოკუსირებული. სანამ ლიბერთის მარკეტინგის გუნდს შემოვუერთდებოდი 5 წელი გავატარე მედია სააგენტოში, სადაც ჩემი მთავარი მისია იყო სწორად დამეგეგმა საერთაშორისო ბრენდების კომუნიკაცია სხვადასხვა ციფრულ არხში, როგორც სამიზნე აუდიტორიის, ასევე KPI-ის კუთხით. ამ პერიოდში, ძირითადად FMCG სექტორის ბრენდებთან ვმუშაობდი. ლიბერთიში თავიდანვე სრულიად განსხვავებულ სამყაროში აღმოვჩნდი, აქ ყველა მიმართულებაში რაღაც საინტერესო ხდებოდა ჩემთვის. ერთიანად მაინტერესებდა ბიზნესის და მარკეტინგის მხარე და ამ ყველაფერს, წლების განმავლობაში დაგროვილი გეგმარების და ანალიტიკის უნარებით და კონტენტის შექმნის ცოდნით ვაერთიანებდი. თავიდან ყველაფრის კეთება საკუთარი ხელით იყო საჭირო, თუმცა ახლა უკვე შემოგვიერთდნენ გუნდის სხვა წევრები და იმ გამოცდილებით, რაც მარკეტინგის 5 წევრიანი გუნდიდან დღემდე დავაგროვე, მომიყვანა აქამდე – ჩავიბარე მიმართულება, რომელიც მართლაც აერთიანებს ბიზნესს, მარკეტინგს და კომუნიკაციას.

ჩვენი მიმართულების განვითარების გეგმაც სწორედ ეს არის, მოვერგოთ ბიზნესისა და კომუნიკაციის საჭიროებებს და ჩვენს პარტნიორ Optio.AI-სთან ერთად ტექნოლოგიურად განვავითაროთ ცენტრალიზებული კამპანიების მართვის ხელსაწყო და ამავდროულად, გვქონდეს მომხმარებლის გამოცდილების მიმართულებასთან ერთად შემუშავებული კომუნიკაცია, რომელიც სრულად მოერგება მომხმარებლის ქცევას და საჭიროებებს.

M: რა სიახლეა სოციალური მედიის მიმართულებით? რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ საკომუნიკაციო არხებში?

ნინო ბიწაძე: ლიბერთის გუნდის წევრი სულ რამდენიმე თვის წინ გავხდი. თუმცა, ამ გუნდთან მუშაობა ჩემთვის ახალი არ ყოფილა. ისე მოხდა, რომ რამდენიმე წელი კრეატიული სააგენტოს მხრიდან ვითანამშრომლე და ერთად უამრავი სასიამოვნო გამოცდილება დაგვიგროვდა, არაერთი საინტერესო კამპანია შევქმენით. ამიტომ, ჩემთვის ნაცნობია ლიბერთის გუნდის ზოგადი ხედვა და მიდგომები.

ნინო ბიწაძე

ძალიან ბევრს ვფიქრობდი, რა შეიძლებოდა შემეთავაზებინა ახალი ლიბერთისთვის და მომხმარებლისთვის. მაგრამ გავიცანი ადამიანები, რომლებთან საუბარშიც მალევე მივხვდი, რამხელა რესურსი აქვს ლიბერთის იმისთვის, რომ იქცეს ერთერთ გამორჩეულ ბრენდადმრავალფერვანი, განსხვავებული და საინტერესო კონტენტით. ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი და სათქმელი. ჩვენს ახალ გუნდს საერთო ხედვა აქვს იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ლიბერთი; ჩვენ გვაქვს სურვილიც და შესაძლებლობაც, ჩვენ ირგვლივ შემოვიკრიბოთ სრულიად ახალი ადამიანები, მომხმარებლები და რა თქმა უნდა, სოციალური მედია მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ამ ყველაფერში.

ამ ეტაპზე, ჩემი მთავარი მიზანია, შევქმნა გრძელვადიანი სტრატეგია სოციალურ მედიაში, რომელიც ახალი ლიბერთის სტრატეგიასთან იქნება ჰარმონიაში და ერთდროულად იქნება გამორჩეულიც, განსხვავებულიც და ადამიანებისთვის გამოსადეგიც.ხალი სტრატეგია ლიბერთის ყველა პლატფორმას გააერთიანებს, ბრენდის მთავარ ღირებულებებსაც მოუყრის თავს: სიმარტივეს, მომხმარებელზე ორიენტირებას, ზრუნვას და მცირედით იმ დაუგეგმავ, თამამ ელემენტებსაც მოიცავს, რომლებიც აქამდე არ განგვიხორციელებია

M: რა მიმართულებით გეგმავთ კორპორატიული ბრენდის განვითარებას? როგორ აისახება შიდა ორგანიზაციულ კულტურაზე ახალი სტრატეგია „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის“?

ხატია ხატიაშვილი: ჩემი მიმართულების მთავარი მიზანია ბრენდის გაძლიერება ორგანიზაციაში. სულ ახლახან, დავიწყეთ ძალიან საინტერესო და მასშტაბური პროექტი – ლიბერთის ელჩები. თითოეულ რეგიონსა და სერვის ცენტრში ავირჩიეთ ბრენდის ელჩი. ელჩებთან მუშაობა დაგვეხმარება ნებისმიერი სიახლე, აქტივობა სწრაფად მივიტანოთ თითოეულ თანამშრომლამდე და პირიქით, უფრო მეტად შევიგრძნოთ თითოეული მათგანის წუხილიც და კეთილგანწყობაც. ამ პროექტის სტარტი საკმაოდ პროდუქტიული იყო და გვჯერა, რომ ძალიან მალე შედეგს ყველა ერთად დავინახავთ. ვფიქრობ, ლიბერთი ბანკი არის პირველი კომპანია საქართველოში, სადაც ეს პროექტი გაეშვა.

ხატია ხატიაშვილი

ლიბერთის ბრენდის ღირებულებების დანერგვა თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც მომხმარებლის, ისე ჩვენი თანამშრომლების აღქმებშიც. სწორედ, ამ მიმართულებით ვიმუშავებთ აქტიურად მომდევნო წლის განმავლობაში. რაც მთავარია, კომუნიკაცია არის ორხმხრივი, ღია. ჩვენ შევქმენით სპეციალური პლატფორმები, სამუშაო ჯგუფები, რომ ყველა თანამშრომელს ჰქონდეს საკუთარი აზრის გამოხატვის თავისუფლება და შესაძლებლობა.

ჩემი და ლიბერთის ისტორია რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ლოიალობის პროგრამა – ქეშბექის ბრენდი ერთად შევქმენით, მაგრამ მაშინ სხვადასხვა მხარეს წარმოვადგენდით. მას მერე ბევრი დრო გავიდა. საკმაოდ დიდი და საინტერესო გამოწვევაა ახალ ლიბერთიში ახალ გუნდთან ერთად მუშაობა. სწორედ გუნდი, ახალი ხედვა და ფასეულობები იყო გადამწყვეტი ჩემთვის, როდესაც ლიბერთის მარკეტინგისა და კომუნიკაციების გუნდს შემოვუერთდი.

მარკეტინგის გუნდის მთავარი ორიენტირი და სამომავლო განვითარება ლიბერთის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თამუნა მეგრელიშვილმა შეაფასა:

თამუნა მეგრელიშვილი

„ჩვენ ვქმნით ახალ ლიბერთის, ეს მარკეტინგისა და კომუნიკაციების გუნდისთვის განსაკუთრებული ეტაპი და შესაძლებლობაა. ის ცვლილებები და ტრანსფორმაციის პროცესი რომელიც კომპანიაში მიმდინარეობს, საჭიროებს ძალიან სწორ, მიზნობრივ კომუნიკაციას, როგორც მომხმარებლების, ისე თანამშრომლების მიმართულებით. ამ პროცესებში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ისეთი გუნდი, რომელსაც აქვს ხედვა, კომპეტენცია, ენთუზიაზმი, მოტივაცია, დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი, არის თამამი და არ ეშინია გამოწვევების. წელს, ჩვენი გუნდი საკმაოდ სწრაფად გაიზარდა, თუმცა თითოეულ წევრს თანაბრად სჯერა იმ პოზიტიური ცვლილებების, რომელსაც თვითონ განახორციელებს ლიბერთის ბრენდის ჩამოყალიბების პროცესში.

ჩვენი გუნდის მთავარი ფოკუსია შევქმნათ ახალი ლიბერთის საკომუნიკაციო პლატფორმა, გავაძლიეროთ ბრენდი და მისი აღქმა საზოგადოებაში და მიზნობრივ აუდიტორიებში, ავამაღლოთ ლიბერთის არსებული მომხმარებლის ლოიალობა და კმაყოფილება და რა თქმა უნდა ხელი შევუწყოთ კომპანიას მთავარი მიზნის მიღწევაში – გავაუმჯობესოთ ადამიანების, მათი ოჯახების და ბიზნესის ცხოვრება საქართველოში.“

[R]

დღეს, 20:00 საათზე აჭარაბეთის გათამაშება იწყება!

რა გავლენა აქვს ჯანსაღ ურთიერთობებს ჩვენს კეთილდღეობაზე?