in

ლიბერთი მდგრადი განვითარების პრინციპების მხარდამჭერია

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით, შვედეთის დაფინანსებითა და ლიბერთის სტრატეგიული პარტნიორობით, კონფერენცია „პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნებისთვის“ (Partnership4SDGs Forum) გაიმართა. ღონისძიება ბათუმში ჩატარდა და  მიზნად ისახავდა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდასა და მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზაციის პროცესში პარტნიორობის ხელშეწყობას.

კონფერენციაზე ყურადღება მდგრად დაფინანსებასა და ამ მიმართულებით საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების თუ კერძო სექტორის პერსპექტივაზე გამახვილდა. მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს ფინანსურ ინსტიტუტებში გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) საკითხების ინტეგრირებასა და მდგრადი პრაქტიკების დანერგვის მნიშვნელობაზეც. გაიმართა პანელური დისკუსიები თემებზე: ინსენტივები მდგრადი დაფინანსებისთვის პოლიტიკის დონეზე; საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების პერსპექტივები მდგრადი დაფინანსების ჭრილში; და კერძო სექტორის პერსპექტივები მდგრად დაფინანსებაში.

ამასთან, კონფერენციის ფარგლებში, წარადგინეს გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის დაკვეთით და EY Georgia-ს მიერ ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია მდგრადი განვითარების მიზნების პროგრესის შესახებ.

„მდგრადი დაფინანსება ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმია, რათა ხელი შევუწყოთ ჩვენი ქვეყნის მდგრადი, სოციალური, ასევე გარემოს დაცვის განვითარებას. ერთი წელია, რაც მიღებულ იქნა ახალი რეგულაციები ამ მიმართულებით და ფინანსური სექტორიც გააქტიურებულია, თუმცა მნიშვნელოვანია, კომპანიებმა გამოიყენონ არსებული მექანიზმები. შესაბამისად, ვცდილობთ, რომ ავამაღლოთ ცნობიერება ბიზნეს სექტორში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იმის შესახებ, თუ რა შესაძლებლობები არსებობს მათთვის; როგორ შეუძლიათ, მეტი წვდომა ჰქონდეთ ფინანსებზე, მწვანე სესხზე, მდგრად მიმართულებებზე, განათავსონ ობლიგაციები ბაზარზე“,სალომე ზურაბიშვილი, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი.

„ორი წელია, რაც ლიბერთი ეტაპობრივად ნერგავს გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით (ESG) სტანდარტებს ბანკის ყოველდღიურ პროცესებში.  ჩვენი გუნდი ცდილობს, ხელი შეუწყოს და განავითაროს  მდგრადი დაფინანსების მიმართულება. გაეროს გლობალური შეთანხმების მიერ ორგანიზებული ღონისძიება — „პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნებისთვის“ — კარგი შესაძლებლობა იყო, ჩვენს პარტნიორებთან ერთად კიდევ ერთხელ შეგვეჯამებინა და გაგვეზიარებინა მდგრადი მიზნების მიღწევის პროგრესი. გვჯერა, რომ მდგრადი განვითარება არ არის მხოლოდ პასუხისმგებლობა, არამედ გახლავთ ინოვაციებისა და პოზიტიური ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობა“,თამარ ზაქარიაძე, ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.

ღონისძიებას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ინვესტორთა საბჭოს, ბიზნეს სექტორისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

[R]

იმპორტირებული ბრენდები და საკუთარი წარმოების სასმელები „დეილის“ ქსელში

Ralph Lauren გადამუშავებად ბამბაზე გადასვლას გეგმავს