დღეიდან ლიბერთი განვადების აქციას იწყებს, რომელიც 1 იანვრამდე გაგრძელდება და მომხმარებელს ოჯახისთვის საჭირო ნივთების ან მეგობრებისთვის საჩუქრების განვადებით შეძენას მომენტალურად, ხელსაყრელი პირობებითა და გამარტივებული პროცესით სთავაზობს.
ლიბერთის განვადებით სარგებლობისთვის საკმარისია, შეარჩიოთ და დამატებითი საკომისიოს გარეშე შეიძინოთ სასურველი ნივთი, ხოლო თანხის გადახდა დაიწყოთ განვადების მიღებიდან 3 თვის შემდეგ.
ლიბერთის განვადებით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერი ასაკის მომხმარებელს, რომელსაც გააჩნია ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი — ხელფასის, იჯარის, გზავნილის ან პენსიის სახით.
„ლიბერთის სტრატეგიის „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის“ ფარგლებში, ჩვენს მომხმარებლებს მუდმივად ვთავაზობთ მათ საჭიროებებზე მორგებულ საბანკო პროდუქტებსა და სპეციალურ შეთავაზებებს.
განვადების ახალი აქციით, მოხარული ვართ, რომ წინასაახალწლოდ ჩვენს მომხმარებლებს შესაძლებლობა ეძლევათ, საჩუქრები თუ ოჯახისთვის საჭირო ნივთები შეიძინონ დღესვე და გადახდა დაიწყონ სამი თვის შემდეგ“, — სალომე სტურუა, ლიბერთის განვადებების განყოფილების უფროსი.
პარტნიორი ობიექტების ჩამონათვალის სანახავად ეწვიეთ ბმულს.
[პარტნიორის კონტენტი]