in

„ლიბერთის“ ახალი HR სტრატეგია აქვს – დასაქმებისა და წინსვლის რა შესაძლებლობებია კომპანიაში?

„ლიბერთი“ გუნდის ახალ წევრებს ეძებს, მათ, ვისაც არ ეშინია სირთულეების, სჯერა თავისუფლების და სურს, თავად შექმნას რაღაც ახალი. კომპანიის HR და ადმინისტრაციის მიმართულების ხელმძღვანელი ნინო ჩიხლაძე ამბობს, რომ ეს იმ სტრატეგიის ნაწილია, რომელიც, ცოტა ხნის წინ, გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა წარადგინა.

„კომპანიაში ვთანხმდებით, რომ ჩვენი მთავარი კაპიტალი – ჩვენი თანამშრომლები არიან. დიდი გეგმები გვაქვს, ბევრი ახალი პროექტი იწყება, ან უკვე დაიწყო. ამიტომ, ვეძებთ ჭკვიან, შემართულ, ლაღ ადამიანებს, ვისაც სჯერა, რომ ხვალინდელი დღე შეიძლება, ბევრად უკეთესი იყოს და ეს თავად ჩვენზეა დამოკიდებული. ვინც არ უშინდება გამოწვევებს და მომავალს იმედიანად უყურებს“. 

რა პოზიციებზე ეძებთ ახალ კადრებს, ვის შეუძლია, თქვენი გუნდის წევრი გახდეს?

ნინო ჩიხლაძე: „ლიბერთი“ ნიშნავს თავისუფლებას – შესაბამისად, მუდმივად ვეძებთ ადამიანებს, ვინც გუნდში შემოიტანს ახალ იდეებს, შემართების ახალ ტალღას.

მჭიდროდ ვთანამშრომლობთ უნივერსიტეტებთან და სასწავლო დაწესებულებებთან, მთელი საქართველოს მასშტაბით. ასევე, ვატარებთ დასაქმების კამპანიებს. „ლიბერთი“ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე დამსაქმებელია. ჩვენი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს პირველი კარიერული ნაბიჯების გადადგმაში.

დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ  ფინანსურ სექტორში გადადგმული პირველი ნაბიჯები უზრუნველყოფს მათ კარიერულ წინსვლას ნებისმიერ დარგში თუ სფეროში, იქნება ეს ფინანსური სექტორი, სტუმარ-მასპინძლობა თუ სხვა.

ცოტა ხნის წინ, შევქმენით „ლიბერთის სასწავლო ცენტრი“, სადაც გამოცდილი და კომპეტენტური ტრენერები ეხმარებიან ჩვენს აპლიკანტებს კონკრეტული პრაქტიკული ცოდნისა და უნარების შეძენაში, ასევე ხელს უწყობენ არსებული თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას.

დღეს ჩვენი განსაკუთრებული ინტერესის სფეროა IT – აქაც ვთანამშრომლობთ სასწავლო დაწესებულებებთან და უნივერსიტეტებთან, ახალგაზრდებს ვაცნობთ ინოვაციურ პროექტებს, რაზეც „ლიბერთის“ IT გუნდი მუშაობს. ჩამოვაყალიბეთ მენტორობის ინსტიტუტი – ყველა ახალმოსულს ყავს მენტორი, რომელიც ეხმარება პროფესიული ცოდნისა და საჭირო კომპეტენციების განვითარებაში.

გვინდა, მეტად და უკეთ გვიცნობდნენ. ამისთვის, დიდ კამპანიას ვგეგმავთ, რომლის ფარგლებშიც, „ლიბერთის“ წარმატებული მენეჯერები, პირადად გაუზიარებენ ახალგაზრდებს საკუთარ გამოცდილებას.

„ლიბერთიში“ ბევრი ნიჭიერი და წარმატებული ქალი მუშაობს – სწორედ ქალი Role მოდელები გვინდა გავაცნოთ ახალგაზრდებს და ვაჩვენოთ, ზრდის რა შესაძლებლობები არსებობს კომპანიაში მათთვის.

ახალი სტრატეგიის მიხედვით, როგორ კანდიდატებს მიანიჭებთ უპირატესობას?

„ლიბერთიში“ ველოდებით ყველას, ვისაც სურს შექმნას რაღაც ახალი, უყვარს შრომა, სურს, რომ გაიზარდოს და განვითარდეს თანასწორ გარემოში.

რა პირობებსა და სამუშაო გრაფიკს სთავაზობთ თანამშრომლებს?

„ლიბერთი“ ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია, საქართველოში. როგორც იცით, ჩვენ ვართ ყველგან – შესაბამისად, შესაძლებლობაც ყოვლისმომცველია:

  • „ლიბერთი“ აძლევს შესაძლებლობას სტუდენტებს, სწავლაზე მორგებული გრაფიკით იმუშაონ, დაეუფლონ ცოდნას და მიიღონ გამოცდილება ფინანსურ სექტორში
  • გამოცდილი პროფესიონალებისათვის გვაქვს საინტერესო პროექტები, სადაც მათი ცოდნა და გამოცდილება ახალ შესაძლებლობებს გააჩენს
  • „ლიბერთის“ მენტორობის ინსტიტუტი ეხმარება ჩვენს თანამშრომლებს კარიერულ განვითარებაში. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი განსაკუთრებული პროექტია, რაც ბოლო წლებში განვახორციელეთ.
  • სათავო ოფისში ჰიბრიდული სამუშაო განრიგი გვაქვს – თანამშრომლებს შეუძლიათ იმუშაონ როგორც ოფისში, ისე – სახლიდან. შევთანხმდით, რომ ეს წესი პანდემიის მერეც დარჩება ჩვენთან.

როგორი სამუშაო გარემოა „ლიბერთიში“? რა არის თქვენთვის, როგორც დამსაქმებლისთვის პრიორიტეტული?

აქ გარემოს განსაზღვრავს ჩვენი ღირებულებები – ის, რის გარშემოც ვაშენებთ ახალ „ლიბერთის“. მთავარი არის ადამიანი, რომელიც ჩვენი ბრენდის ღირებულებების ცენტრში დგას.

„ლიბერთის“ მთავარი კაპიტალი არიან თანამშრომლები – ისინი, ვინც ყოველ დღე, თავისი შრომით, ასობით ათას ადამიანს აძლევენ შესაძლებლობას, გაიუმჯობესონ ცხოვრება, შექმნან ან წამოიწყონ ახალი საქმე.

„ლიბერთელებისთვის“ კი ჩვენ, მენეჯმენტმა, უნდა  შევქმნათ გარემო, სადაც შრომა დაფასებულია, საკუთარი, თუნდაც, ყველასგან განსხვავებული აზრის გამოთქმა და ამ აზრის მიმღებლობა მაღალია, ტალანტები ვითარდებიან, ახალი იდეების განხილვა და განხორციელება – ყოველდღიურობაა… გარემო, სადაც მისვლა გიხარია, იმიტომ, რომ ყოველ დღე, რაღაც ახალი ხდება და შენ ამ სიახლის თანამონაწილე ხარ.

თქვენს თანამშრომლებს კომპანიაში წინსვლისა და განვითარების რა პერსპექტივა აქვთ?

ჩვენი ახალი გუნდისთვის ეს იყო ერთ-ერთი გამოწვევა. დღეს, სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ მხოლოდ 2021 წელს, „ლიბერთიში“ დაწინაურდა 479 თანამშრომელი. დაწინაურდა არა მხოლოდ ვერტიკალზე, არამედ ჰორიზონტალზეც. ამას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ნებისმიერი ვაკანტური პოზიცია, პირველ რიგში, ცხადდება ბანკის შიგნით. თანამშრომლებს ვაძლევთ საშუალებას, გამოხატონ თავისი სურვილი და დაინტერესება დაწინაურების მხრივ.

„ლიბერთის“ გუნდის წევრების განვითარება დღეს ჩვენი HR მიმართულების ერთ-ერთი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, შევიმუშავეთ კარიერული წინსვლის „ბილიკები“ და შევქმენით სასწავლო პროგრამები, რომელიც თანამშრომლების არამარტო პროფესიულ ცოდნის განვითარებაზეა მიმართული, არამედ ე.წ. რბილი უნარების (soft skills) განვითარებას უწყობს ხელს.

გვჯერა, რომ „რბილი უნარების“ განვითარება, თანამშრომელს დაეხმარება როგორც პროფესიულ განვითარებაში, ისე პირად ცხოვრებაში, ყოველდღიურობაში, რაც საბოლოო ჯამში, მის  საერთო შედეგებზე დადებითად აისახება.

დაწინაურებული თანამშრომლების შესახებ ინფორმაცია გამოგვაქვს სოციალურ მედიაში, „ლიბერთი“ კარიერის გვერდზე. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გუნდის წევრებმა, მათმა ოჯახმა, მეგობრებმა, მეგობრებმა გაიგონ, თუ რა წარმატებებს აღწევენ „ლიბერთელები“.

კიდევ ბევრი იდეა და გეგმა გვაქვს ამ მიმართულებით, რომელსაც წლის ბოლომდე განვახორციელებთ.

 

[R]

ახალი სახელი, ლოგო, ფერები და მისია – ნახეთ „თოდუას კლინიკის“ რებრენდინგი

ახალი იმუნოთერაპია მომაკვდავ ონკოლოგიურ პაციენტებში კიბოს უჯრედებს ანადგურებს