in

გაიცანით „ლიბერთი ბანკის“ ახალი გუნდი და სტრატეგია!

„ლიბერთის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა ბანკის ახალი გუნდი და განვითარების სტრატეგია წარადგინა. კომპანიაში, რომელსაც, საქართველოში, ყველაზე ფართო საბანკო ქსელი გააჩნია და წლების მანძილზე ემსახურება უფროსი თაობის მომხმარებლებს, ამბობენ, რომ განვითარების ახალ ეტაპზე გადადიან. ბანკის ახალი სტრატეგიული მიზანია, გახდეს უნივერსალური ფინანსური ინსტიტუტი, ყველა ასაკისა და საჭიროებების მქონე მომხმარებლისთვის.

„ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის“ – სტრატეგია, რომელიც ამ მიზნის მისაღწევად საზოგადოებას ბანკის მენეჯმენტის ახალმა გუნდმა წარუდგინა, რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას მოიცავს. ესენია:

  • მომხმარებელზე მორგებული პროდუქტების შექმნა
  • უმაღლესი დონის მომსახურების დანერგვა
  • ახალი სეგმენტებისთვის საცალო, მცირე და საშუალო ბიზნესის, აგრო ბიზნესის განვითარების შეთავაზება
  • ძლიერი, მდგრადი და ღია კორპორაციული კულტურის დანერგვა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR)

CSR-ის მიმართულებით, რომელიც ბანკისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, ვასილ ხოდელმა ახალი პლატფორმა დააანონსა – შეიქმნება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სამეთვალყურეო საბჭო, ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დამოუკიდებელ ექსპერტებთან თანამშრომლობით, ბანკის მენეჯმენტის ჩართულობით.

„ლიბერთი“, უახლოეს მომავალში, საზოგადოებას გააცნობს სოციალური პასუხისმგებლობის ახალ პლატფორმას, წარუდგენს მის მმართველ საბჭოს და იმ პრიორიტეტებს, რომლითაც გეგმავს განახორციელოს და მხარი დაუჭიროს გრძელვადიანი და მდგრადი კორპორაციული პასუხისმგებლობის პროგრამებს.

დღეს, „ლიბერთის“ ახალ გუნდთან ერთად წარვადგინეთ კომპანიის ახალი ხედვა და სტრატეგია. მარტივი, გასაგები, ხელმისაწვდომი, გულისხმიერი და მზრუნველი – ეს არის ჩვენი – „ლიბერთის“ გუნდის თითოეული წევრის ღირებულებები. სწორედ ამ ღირებულებებზე დაფუძნებული მომსახურება გვინდა შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებელს. „ლიბერთი“ არის ქვეყანაში ერთ-ერთი სისტემური ბანკი და მსხვილი დამსაქმებელი კომპანია. ჩვენი გეგმებისა და დასახული მიზნების უკან სწორედ ის 5 000-მდე ადამიანი დგას, ვინც ყოველდღიურად ემსახურება 1.6 მილიონზე მეტ მომხმარებელს. ვფიქრობ, ჩვენი მიზანი – გავაუმჯობესოთ და უკეთესობისკენ შევცვალოთ ჩვენი მომხმარებლების, მათი ოჯახის წევრების და ბიზნესის ცხოვრება, მუდმივად შევთავაზოთ სწორედ მათზე მორგებული პროდუქტები და სერვისები – შესაძლებლობას მოგვცემს, განსხვავებულ და საინტერესო ჭრილში დავინახოთ ახალი „ლიბერთი“ “, – განაცხადა „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა.

 

[R]

WHERE NEXT – თეონა თავართქილაძე შოტლანდიური პრემიუმ ვისკის, Glenfiddich-ის კამპანიაში

Facebook Ray-Ban Stories – სათვალე, რომლის მეშვეობითაც ფოტოებსა და ვიდეოებს გადაიღებთ