in

Libertypayments.ge – ლიბერთის გადახდის ციფრული სერვისები ბიზნესისთვის

ციფრულ სივრცეში „ლიბერთის“ ახალი ვებგვერდი გამოჩნდა. Libertypayments.ge აერთიანებს გადახდის ყველა საშუალებას, რომელთა დანერგვაც ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია. ვებგვერდზე ერთადაა თავმოყრილი ბანკის სხვადასხვა მომსახურება, რომელზეც მოთხოვნის დაფიქსირება ბიზნესს დისტანციურად შეუძლია. Libertypayments.ge ბიზნესს საშუალებას აძლევს, ფილიალში მისვლის გარეშე მოითხოვოს სასურველი სერვისი, ნებისმიერ დროს და მარტივად მიიღოს მომსახურება. ვებგვერდის ფუნქციებსა და მის ბენეფიტებზე ლიბერთის ციფრული პლატფორმებისა და არხების განვითარების განყოფილების უფროსი დავით მესხიძე გვესაუბრა.

M: როგორია Libertypayments-ის კონცეფცია?

Libertypayments.ge არის სრულიად ახალი პლატფორმა, რომელიც ბიზნესებს ზრდაში ეხმარება. ვებგვერდი, მომხმარებელს გადახდის სხვადასხვა სერვისის მიღებას სთავაზობს, რაც ლიბერთიში არის ხელმისაწვდომი. თავისი ფუნქციონალით ვებგვერდი ბიზნესს მომხმარებლების მოზიდვაში დაეხმარება და გადახდის სხვადასხვა საშუალებას უზრუნველყოფს, რაც მოიცავს POS ტერმინალს, ელ.კომერციას და ციფრულ გადახდებს. ამასთან ქეშბექის დაბრუნების საშუალებასაც მისცემს, რაც მათი მომხმარებლების კმაყოფილებას გაზრდის. ვებგვერდის მარტივი მექანიზმი მომხმარებელს საშუალებას აძლევს აირჩიოს რომელიმე ერთი სერვისი, ან ე.წ. კომბო ვერსია შექმნას. განაცხადის შევსებაც მარტივ ინფორმაციას მოიცავს – კომპანიის დასახელება, საკონტაქტო ნომერი, ელექტრონული ფოსტა… განაცხადშივე მიუთითებთ, რომელი სერვისი/სერვისები გაინტერესებთ და შესაბამისი გუნდი დაგიკავშირდებათ.

ეს ვებგვერდი, პირველ რიგში, ქოლცენტრისა და ფილიალის გვერდის ავლით ეხმარება მომხმარებლებს სერვისის მიღებაში. ამასთან, ვებგვერდიდან სერვისის მიღება 24/7-ზე არის შესაძლებელი.

M: ვისთვის არის განკუთვნილი ვებგვერდი?

ვებგვერდი ბიზნესისთვისაა, თუმცა უფრო მეტად, მცირე და საშუალო ბიზნესს გამოვარჩევდი. ასევე, თუკი საცალო ვაჭრობით დაკავებული კომპანია დაინტერესდება, მასაც ჩვეულებრივად შეეძლება ამ სერვისებით სარგებლობა.

M: რა საჭიროება დაინახა გუნდმა, რის საფუძველზეც შეიქმნა ვებგვერდი?

დრო მომხმარებლისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. მას სერვისის სწრაფად და მარტივად მიღება სჭირდება. განაცხადისთვის კი ან ქოლცენტრისთვის უნდა მიემართა, ან ფილიალისთვის. ჩვენ შევქმენით შეხების კიდევ ერთი წერტილი, სადაც ამ სერვისების უფრო სწრაფად მიღების შესაძლებლობაა.

ამას გარდა, ესაა ლიბერთის ციფრული ტრანსფორმაციის ნაწილი, რასაც აქტიურად ვახორციელებთ. ვებგვერდის დიზაინი 2023 წლის ტრენდის გათვალისწინებით არის შექმნილი. მომხმარებელი მარტივად ნახულობს მისთვის საინტერესო ინფორმაციას, სერვისების შესახებ.

M: რა სერვისებს აერთიანებს Libertypayments?

სერვისები ოთხი ძირითადი ბლოკისგან შედგება: POS-ტერმინალები, ელექტრონული კომერცია, ქეშბექი და ბილინგი. POS-ტერმინალი ფიზიკურ სივრცეში გადახდებისთვის განკუთვნილი სერვისია, ელექტრონული კომერცია გულისხმობს გადახდებს ციფრულ სივრცეში, ქეშბექი წარმოადგენს ჩვენს ლოიალურ პროგრამას, რაც მომხმარებლების მოსაზიდად დაეხმარება კომპანიებს და გაყიდვების ზრდას შეუწყობს ხელს. რაც შეეხება მეოთხე ბლოკს, ჩვენ გვაქვს საკუთარი საბილინგო სისტემა. ნებისმიერ კატეგორიაში, სადაც გვაქვს საბილინგო სისტემა, იქნება ეს კომუნალურები, სწავლება, დაზღვევა თუ სხვა, შეგიძლიათ მოგვმართოთ და აბსოლუტურად ყველა საბილინგო არხში ჩაგრთავთ – ჩასარიცხ აპარატებში, ფილიალებში, ინტერნეტ მობაილ ბანკში, კორპორაციულ ბანკში, pay.ge-ზე, რომელიც ჩვენი გადახდების ახალი ვებპლატფორმაა. ამას გარდა, ელექტრონული კომერციის სერვისი განსაკუთრებით მოსახერხებელია იმ ბიზნესებისთვის, რომლებსაც ამისათვის საკუთარი რესურსები არ გააჩნიათ და დამოუკიდებლად გაკეთების ნაცვლად, ასეთ მომსახურებას ამჯობინებენ.

ამას გარდა, თუკი ბიზნესისთვის ანგარიშის გახსნა გსურთ, ეს ფუნქციაც ჩაშენებულია ვებგვერდზე და ონლაინ რეჟიმში შეგიძლიათ მომსახურების მიღება, ფილიალში სტუმრობის გარეშე.

M: როგორ შეცვლის ახალი ვებგვერდი, მისი სამიზნე სეგმენტის, მცირე და საშუალო ბიზნესის ყოველდღიურობას?

ვფიქრობ, აუცილებლად იქონიებს გავლენას, რადგანაც ეს სერვისები სწრაფ და ხარისხიან გადაწყვეტილებებს სთავაზობს. აქ მნიშვნელოვანია უწყვეტობაც, რაც 99.99% მაჩვენებლით გვაქვს უზრუნველყოფილი. ესაა მოქნილი მექანიზმი, რაც ბიზნესის ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს.

M: როგორ წარმოგიდგენიათ ვებგვერდის განვითარების დინამიკა?

ვებგვერდზე რეგულარულად დაემატება ახალი ფუნქციები. ამ დროისათვის, მნიშვნელოვან ფუნქციონალს ვამზადებთ, რასაც უახლოეს პერიოდში გაგაცნობთ.

 

[R]

Nokia მთვარეს 4G ინტერნეტით მოამარაგებს

„ჰიუსტონ, პრობლემა გვაქვს — კოსმოსში ლუდს ვერ ვსვამთ“