1 ნოემბრიდან „ლიბერთი” მომხმარებლებს არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხებს 4 წლამდე ვადით შესთავაზებს.
ახალი სესხის აღებისას, ასევე სხვა ბანკიდან გადმოტანისა და რეფინანსირების შემთხვევაში, მომხმარებლები ახალი პირობებით ისარგებლებენ. აღსანიშნავია, რომ არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის ხელმისაწვდომი ლიმიტი 80 000 ლარამდე გაიზარდა.
სასურველი თანხის მიღებას მომხმარებლები კონკურენტული საპროცენტო განაკვეთით – ნომინალური 9,9% – დან და ეფექტური 15,8% -დან შეძლებენ.
სამომხმარებლო სესხის მისაღებად, ბანკში შემოსავლების დადასტურების მარტივი პროცესი ხელმისაწვდომია როგორც არსებული, ასევე ახალი მომხმარებლებისთვის. სახელფასო კლიენტები კი სასურველი თანხის დამტკიცებას ან არსებულ სესხზე თანხის დამატებას ინტერნეტ და მობაილ ბანკიდან, სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ.
ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და აქ დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი, ქვეყნის მასშტაბით, წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით – 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურებისა და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.
[პარტნიორის კონტენტი]