in

ლიბერთი სტუდენტების დასაქმებას აგრძელებს

Craft Your Future Career – ლიბერთის სტუდენტების დასაქმების პროგრამას აგრძელებს და წელს ტრადიციულად მორიგი ღონისძიება გაიმართა.

აღნიშნული პროგრამის მიზანია, ახალგაზრდების მოზიდვა და მათი დასაქმების პერსპექტივით დაინტერესება. ღონისძიებაში ლიბერთის პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტები მონაწილეობდნენ. კამპანიის დაწყების პირველივე დღიდან სტუდენტების მხრიდან ინტერესი საკმაოდ დიდი იყო. მათ ბანკში მოქმედი მიმართულებების შესაბამისად ჰქონდათ დასაქმების არჩევანი. რაც შეეხება შერჩევის კრიტერიუმებს, თითოეული მიმართულება თავად ადგენს უნარ-ჩვევების მისაღებ კრიტერიუმს.

ლიბერთი ბანკისთვის მნიშვნელოვანია, სტაჟირების პროცესი მაღალი ხარისხის იყოს და ამ პერიოდში სტაჟიორებმა საუკეთესო ცოდნა და გამოცდილება მიიღონ. ამისთვის კი ლიბერთიმ სპეციალურად მოამზადა ტრენერები, რომლებიც შემდეგ მენტორებს გადაამზადებდნენ. თავის მხრივ, ყველა მენტორმაც მიმართულების შესაბამისი გადამზადება გაიარა; შეიქმნა პროგრამები და დაინერგა შეფასების სისტემები, რომლებიც არამარტო სტაჟირებაზე მყოფს აფასებს, არამედ თავად მენტორებსაც. რაც შეეხება სტაჟირების ვადებს, ის მიმართულებების მიხედვით განსხვავებულია და 6 კვირიდან 6 თვემდე გასტანს.

სტუდენტების დასაქმების იდეა ბანკში ჯერ კიდევ 2018 წლიდან გაჩნდა, როცა ლიბერთის გუნდმა მნიშვნელოვანი მისია დაისახა და ახალგაზრდების პირველი კარიერული ნაბიჯების გადადგმაში დახმარება გადაწყვიტა. მას შემდეგ ბანკი აქტიურად აგრძელებს სტუდენტების ჩართვას სხვადასხვა პროექტში, თანამშრომლობს 27 უნივერსიტეტთან და სასწავლო დაწესებულებებთან. აღსანიშნავია, რომ სტუდენტების დასაქმების პროექტები არც პანდემიის დროს გაჩერებულა.

ღონისძიების მონაწილე სტუდენტებმა სპონტანურად დასმულ კითხვებსაც უპასუხეს და სწორი პასუხების ავტორებს სხვადასხვა პრიზი გადაეცათ, მათ შორის სტიპენდია, ვაუჩერები, ბრენდირებული საჩუქრები და ა.შ

 

[R]

მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდასაჭერად, თიბისისა და EBRD-ს შორის 25 მილიონი აშშ დოლარის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა

„ევროპა ისე ახლოა, რომ უიმედობის დრო არ არის” – სიმღერით მოთხრობილი ამბავი