in

როგორია „ლიბერთის“ კორპორაციული პასუხისმგებლობა, Covid-19-ის გავრცელების წინააღმდეგ

პასუხისმგებლიანი ორგანიზაციები მაქსიმალურად ცდილობენ საკუთარი თანამშრომლები და მომხმარებლები Covid-19-ის ვირუსისგან დაიცვან. ეს კი ყველაზე ეფექტური გზაა, ვირუსის გავრცელების შესამცირებლად და  ჩვეული ცხოვრების სტილის დასაბრუნებლად. სწორედ ამას ითვალისწინებს „ლიბერთი“, როდესაც თანამშრომელთა უსაფრთხოებაზე რამდენიმე მიმართულებით მუშაობს. კომპანიამ, ერთი მხრივ, საინფორმაციო მხარდაჭერას მიმართა და აქტიურად შეუდგა ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, მეორე მხრივ კი, ვაქცინაციის ხელშეწყობა წამახალისებელი გათამაშებითა და ჩელენჯებით დაიწყო. Covid-19-თან დაკავშირებულ კორპორაციულ პასუხისმგებლობაზე „ლიბერთის“კორპორატიული ბრენდის განვითარების ხელმძღვანელი – ხატია ხატიაშვილი გვესაუბრა.

M: რა საინფორმაციო აქტივობებს მოიცავს „ლიბერთის“ კორპორაციული პასუხისმგებლობა, თანამშრომლების Covid-19-ისგან დასაცავად?

ჩვენ მთელი საქართველოს მასშტაბით, ვემსახურებით 1,7 მილიონზე მეტ ადამიანს ქვეყნის ყველა კუთხეში, ფილიალით, მანქანით თუ სახლში ვიზიტით. პანდემიის პერიოდში, მთელი ქსელის მასშტაბით ყოველდღიურად ვზრუნავთ როგორც ჩვენი თანამშროლებლების, ასევე ჩვენი მომხმარებლების უსაფრთხოებაზე და მაქსიმალურად ვცდილობთ მათ აქტიურ ინფორმირებას და რისკებისგან დაცვას.

ჩვენ ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი კომპანია ვართ, და იმის გათვალისწინებით რომ 5000-ზე მეტი თანამშრომელი გვყავს, არაერთი აქტივობა და ღონისძიება განვახორციელეთ ინფორმირების და ცნობადობის გაზრდის მიმართულებით. „ლიბერთის“ ოჯახის შიდა ჯგუფში დავიწყეთ Live ჩართვების კეთება – ვიწვევთ სხვადასხვა მიმართულების ექიმებს, პროფესიონალებს რომლებიც კომპეტენტურად გასცემენ მათ კითხვებს პასუხებს. წინასწარ ვაგროვებთ თანამშრომლებში შეკითხვებს, რომლის დასმასაც ისურვებდნენ. პარალელურად, Live-ის მსვლელობის დროსაც შეუძლიათ დააზუსტონ მათთვის საინტერესო საკითხები. მოწვეული გვყავდა ბიძინა კულუმბეგოვი, გიორგი ღოღობერიძე, ლევან ყურაშვილი… მაქსიმალურად ვცდილობთ თანამშრომლებს მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი, მათი გარშემომყოფებისა და მომხმარებლებისთვის უსაფრთხოება.

საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, აქტიურად ვაქვეყნებთ ინფოგრაფიკას ვაქცინაციის შედეგიანობაზე, იმ მითებზე, რაც ვაქცინის გარშემო არსებობს. თანამშრომლებს რეგულარულად ვამცნობთ „ლიბერთის“ გუნდში ვაქცინაციის მიმდინარეობის და პროგრესის შესახებ.

პროცესში აქტიურადაა ჩართული „ლიბერთის“ გენერალური დირექტორიც, რომელიც ყოველთვიურ Live ჩართვებში ვაქცინაციის შესახებ ცნობადობის ამაღლებაზე საუბრობს.

M: როგორია ვაქცინაციის წახალისების მიდგომა „ლიბერთიში“?

ჩვენთან, ვაქცინირებულ თანამშრომლებს 2-დღიანი შვებულებით სარგებლობა შეუძლიათ.

ახლა, მიმდინარეობს შიდა გათამაშება და ნებისმიერ აცრილ თანამშრომელს შეუძლია მონაწილეობა. თანამშრომლები იღებენ გათამაშების ერთ ან ორ ბილეთს, იმის მიხედვით, თუ რამდენჯერ არიან აცრილები.

საპრიზო ფონდიც საინტერესოა: 2 სმარტფონი, 2 დასვენება ქალაქგარეთ, OnOff-ის ორი 500 ლარიანი ვაუჩერი. გათამაშების გამარჯვებულებს 30 სექტემბერს გამოავლენთ.

ვაქცინაციის კიდევ უფრო წასახალისებლად, ფილიალებს შორის წამოვიწყეთ ჩელენჯი – რომელი ფილიალიც აიცრება სრულად ყველაზე სწრაფად, ქალაქგარეთ 2-დღიან დასვენებას მიიღებს. უკვე გამოვავლინეთ კიდეც ასეთი გუნდი. პრიზები დავაწესეთ მეორე ადგილზე გასული, 80%-ით აცრილი ფილიალებისთვისაც, ამას გარდა, ბრენდირებული საჩუქრებიც გვაქვს მაისურების, ქუდების, პირბადეებისა და სხვა აქსესუარების სახით…

ჩვენ დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით უფროსი თაობის მომხმარებლებს და ვართ პირველი ბანკი, რომელმაც მსურველ მომხმარებლებს ვაქცინაციაზე რეგისტრაციაში დახმარება შესთავაზა. მოგეხსენებათ, ჩვენს ძალიან ბევრ მომხმარებელს არ აქვს წვდომა კომპიუტერთან, ან არ იცის როგორ დარეგისტრირდეს. ამდენად, ამ მიმართულებითაც გადავწყვიტეთ დავხმარებოდით მათ.

M: როგორი იყო თანამშრომლების ჩართულობა აქტივობებში?

ძალიან დიდია ინტერესი Live ჩართვების მიმართ. გუნდის წევრები აქტიურად ესწრებიან, ისმენენ და კითხვებს სვამენ.

M: რატომ არის „ლიბერთისთვის“ მნიშვნელოვანი თანამშრომლების ამგვარი წახალისება?

გარდა იმისა, რომ „ლიბერთი“ ზრუნავს მომხმარებლის უსაფრთხოებაზე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული თანამშრომლის ჯანმრთელობა. დღესდღეობით, სამწუხაროდ, მხოლოდ დეზობარიერი, პირბადე ან შუშის ბარიერი არ არის საკმარისი ვირუსის მიერ გამოწვეული გართულებებისგან დასაცავად. ვცდილობთ ის ერთადერთი გზა წავახალისოთ, რაც ვირუსის გავრცელების ჯაჭვის გაწყვეტის საშუალებად გვესახება.

 

[R]

Gittly: „ვერ გავითვალისწინეთ პანდემიისგან გამოწვეული მდგომარეობა“

ქვიშხეთში მდებარე კურორტი „მწერლები“ ვიზიტორთა მიღების წესებს ცვლის