in

თემატური ბიბლიოთეკები სკვერებსა და პარკებში

სკვერი – ბიბლიოთეკები, უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქსა და სოფელშია. პროექტს ეროვნული ბიბლიოთეკა ახორციელებს, წიგნებისთვის გემი, ველოსიპედი, სახლი-ოდა და ა.შ. მათმა ოსტატმა, თენგო მოდუმ შექმნა.

ოდა – ბიბლიოთეკა ზუგდიდში

„ასეთი ინიციატივები გვხდება მსოფლიოში, განსაკუთრებით პოპულარულია ბრიტანეთსა და ამერიკაში. იქ, ძირითადად, ორი ტიპის კონსტრუქციაა – შემინული კლასიკური ტიპის პატარა ჯიხური და ძველი სატელეფონო ჯიხური. ჩვენ ვეცადეთ, იდეა განგვევრცო, უფრო კონტექსტური გაგვეხადა. აქედან გამომდინარე, ბიბლიოთეკები მივუსადაგეთ თითოეულ სივრცეს, თავისი მახასიათებლის მიხედვით“, – ამბობს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.

გემი – ბიბლიოთეკა ბათუმში
სკვერი – ბიბლიოთეკა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში

სკვერი – ბიბლიოთეკები არის თბილისში („მზიური“, ეთნოგრაფიულ პარკი), ქუთაისში (ბოტანიკური ბაღი), სამტრედიაში, ოკუპაციის გამყოფ ხაზთან რამდენიმე სოფელში, ბათუმში, ზუგდიდში, ჭიათურაში, თელავში, ჩიბათში, შუხუთში და ა.შ.

კასრი – ბიბლიოთეკა თელავში
ლელო – ბიბლიოთეკა შუხუთში

„ორი მიზანი გვაქვს: პირველი – ადამიანს შეუძლია იქიდან წაიღოს წიგნი, წაიკითხოს, უკან დააბრუნოს, ან თავად მოიტანოს ახალი. გვინდა, თითოეული მათგანი საბიბლიოთეკო ნაწილად აღიქმებოდეს. გარდა ამისა, ჩვენი მიზანი არის წიგნისა და წიგნის კითხვის სიმბოლური შეხსენება და პოპულარიზაცია. პროექტს ვაგრძელებთ საქართველოს მასშტაბით. მაგალითად, ძალიან მალე ვგეგმავთ ასეთი ბიბლიოთეკის გაკეთებას სვანეთში, მესტიაში“, – ამბობს გიორგი კეკელიძე.

ვაგონი – ბიბლიოთეკა ჭიათურაში
ველოსიპედი – ბიბლიოთეკა სამტრედიაში

ახალგაზრდა მარკეტერების 11 რჩეული გუნდი ცნობილია! – Young Lions Georgia 2019

propertygeorgia.ge – უძრავი ქონების გზამკვლევი