in

ლიდერების პიროვნული ხარვეზები კომპანიის სტრატეგიას აზიანებს

ლიდერების ოთხი ძირითადი პიროვნული ხარვეზი არსებობს

ის ფაქტი, რომ შემუშავებული სტრატეგიის შესრულება ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანიზაციული გამოწვევაა, სიახლეს არ წარმოადგენს. წარუმატებელი სტრატეგიების მიზეზები კი კარგად არის ჩამოყალიბებული – ისინი ნამდვილ სტრატეგიას არ შეესაბამება, იწვევს ორგანიზაციულ დისფუნქციას.

pasha-statiebi
pasha-statiebi

თუმცა ამ ყველაფრის პარალელურად, კიდევ არსებობს ერთი “ქვა”, რომელიც თავად ლიდერების შიგნით იმალება. ორგანიზაციის კულტურაზე ლიდერის გავლენა უკვე დიდი ხანია, ყველასათვის აშკარაა. ამასთან, პიროვნების ზოგიერთი ნაკლი არაპროპორციულად უარყოფითად აისახება სტრატეგიული გადაწყვეტილებების ხარისხსა და შესრულებაზე.

როგორც კვლევა ცხადყოფს, როდესაც ლიდერებს თავიანი “უმაღლესი დონის თამაშის” პრეზენტაცია სჭირდებათ, მათი რეაქციების თვითრეგულირების უნარი მცირდება. ნაცვლად იმისა, რომ ნათლად იფიქრონ, ისინი უგულებელყოფენ ჩვევებს, რომლებიც უფრო ღრმა “პიროვნების ხარვეზებზე” ახდენს გავლენას – ან, ზოგიერთ შემთხვევაში, ლიდერობის პათოლოგიებზე. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ გაღიზიანება…

სტატიაში გამოკვეთილია ლიდერების ოთხი პიროვნული ხარვეზი და მათი გავლენა სტრატეგიაზე. თითოეული ტიპისთვის წარმოდგენილია ერთგვარი შემამსუბუქებელი ზომები, რომელთა მიღებაც მენეჯერებს საგრძნობლად დაეხმარება.

ზედმეტად თავდაჯერებული, ქრონიკულად დარწმუნებული ლიდერი

ზედმეტად თავდაჯერებული, ქრონიკულად საკუთარ თავში დარწმუნებული ლიდერი ზედმეტი დაპირებებისკენ და არარეალური სტრატეგიების შემუშავებისკენაა მიდრეკილი. ისინი უმეტესად მოკლევადიანი პერსპექტივებით შემოიფარგლებიან და გრძელვადიან ტენდენციებზე ზემოქმედებას ვერ ცნობენ.

თუ თქვენც ზედმეტად თავდაჯერებული ხართ საკუთარ შეხედულებებში, ამ ქრონიკული მდგომარეობის შესამსუბუქებლად რამდენიმე გზა არსებობს:

  • მოაწყვეთ დებატები და მოისმინეთ განსხვავებული აზრი. შეხვედრის დასაწყისშივე ჰკითხეთ მონაწილეებს მათი განსხვავებული აზრის შესახებ და თამამად აღნიშნეთ, რომ თქვენ არ იზიარებთ ამ მოსაზრებას. შემდეგ ადამიანების ცალკეული ჯგუფები შექმენით, რომლებიც განსხვავებულ იდეებს გაცვლიან ერთმანეთში.
  • შეკრიბეთ ადამიანები, რომლებიც თქვენი გამოწვევების წინაშე გაბედულები არიან. მოერიდეთ ადამიანებს, რომლებიც ყველაფერს თანხმობას აცხადებენ. ამის სანაცვლოდ, იპოვეთ თავდაჯერებული პირები, წაახალისეთ მათი თავისუფალი აზრი, როდესაც არ დაგეთანხმებათ. დაარწმუნეთ ისინი, რომ მათ შეხედულებებს პატივს სცემთ.
  • ჩართეთ საკუთარი თავი გარე მოვლენებში. დრო დაუთმეთ სუსტი სიგნალების გამოვლენას, განსაკუთრებით მომხმარებელთა ქცევისა და ტექნოლოგიური ინოვაციების შესახებ. დააკვირდით კონკურენტების ქმედებებს და ხშირად ესაუბრეთ დაინტერესებულ მხარეებს.
  • მოიწვიეთ გარე პირები. შეინარჩუნეთ მრჩევლებთან და ყოფილ ლიდერებთან კავშირი, რომლებსაც მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვთ და შეუძლიათ, საჭირო დროს კარგი რჩევები მოგცეთ.

იმპულსური ლიდერი

იმპულსურ ლიდერებს მუდამ მეტი ადრენალინის სურვილი აქვთ – სურთ, აღმოაჩინონ ის, რაც ჯერ არავის გაუკეთებია. ამ პროცესში მაქსიმალურად იყენებენ რესურსებს, თანამშრომლებს და ზედმეტ დაპირებებს აძლევენ მომხმარებლებს თუ აქციონერებს. ისინი მიდრეკილნი არიან ჰიპერბოლური განცხადებებისკენ, რომლებიც ადამიანებში ერთგვარ აღელვებას იწვევს. ცხადია, ასეთი იდეები მალე “კვდება”, როდესაც ლიდერი გასული კვირის იდეის მიტოვების ტენდენციას იწყებს, რათა შემდეგის განხორციელებაზე გადაერთონ. საბოლოოდ, ერთ საქმეზე დიდხანს კონცენტრირება შეუძლებელი ხდება.

თუ თქვენ ლიდერის ამ კატეგორიაში მოიაზრებით, ქვემოთ მოცემული რჩევები ნამდვილად დაგეხმარებათ:

  • სტრატეგიული გადაწყვეტილებებში დრო და მონაცემები ჩართეთ. სხვებისგან კონკურენტული მტკიცებულებების წარდგენა მოითხოვეთ. ასევე, მნიშვნელოვანია სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღების პროცესში სათანადო დრო დაეთმოს დისკუსიას. ეს დაგეხმარებათ, იდეების სისწორეში დარწმუნდეთ, ვიდრე მათ განხორციელებას დაიწყებთ.
  • დანერგეთ დამატებითი დისციპლინა და სხვებს მიეცით მათი წარმართვის საშუალება. მნიშვნელოვანია, გააცნობიეროთ, რომ სტრატეგიის სამართავად იდეალური კანდიდატი არ ხართ. სჯობს, დისციპლინირებული ლიდერებით იყოთ გარშემორტყმული, რომლებსაც შეუძლიათ, განავითარონ, გამოიკვლიონ და გამოცადონ სტრატეგიული შესაძლებლობები.
  • რისკ-ფაქტორებისა და რესურსების ინდექსის გადაჭარბებული შეფასება. განსაკუთრებით ფხიზლად იყავით იდეებთან დაკავშირებული რისკების მიმართ. დრო დაუთმეთ მათი რეალიზაციისათვის საჭირო შესაძლებლობებისა და რესურსების ნამდვილი მასშტაბის განსაზღვრას.
  • მიიღეთ თქვენი ადრენალინის ძირითადი ნაწილი. ნამდვილად არის რაღაც ამაღელვებელი ახალი იდეების წარმოქმნასა და შედეგად მიღებულ განტვირთვაში. გააცნობიერეთ საკუთარი მოტივაცია იმის გასარკვევად, თუ რა ღრმა მოთხოვნილებების დაკმაყოფილება შეუძლია თქვენს ადრენალინს.

მკაცრად მაკონტროლებელი ლიდერი

ზოგიერთი ლიდერი მეტად კონტროლირებად გარემოს ქმნის. ყველა და ყველაფერი მუშაობს ისე, როგორც განსაზღვრულია. ასეთი ლიდერები ახალ და არატრადიციულ შეხედულებებს ებრძვიან, რაც თანამშრომლების ხმის ჩახშობას იწვევს. ისინი უარს ამბობენ შემოქმედებითი იდეების გაანალიზებაზე. როდესაც მოქმედების დრო დგება, შიშისმომგვრელი ორგანიზაცია თავს არიდებს ახალი ექსპერიმენტების ცდას, ცვლილებები ან ზედმეტად ნელა ან არასდროს ხორციელდება.

თქვენ შეგიძლიათ, ზედმეტი კონტროლის ტენდენცია სწავლით შეამციროთ:

  • გაზარდეთ გამჭვირვალობა. აუცილებლად გაუზიარეთ კოლეგებს დამატებითი ინფორმაცია და ხედვა ბიზნესის შესახებ. ეს ნდობას და დროთა განმავლობაში, სხვების ჩართულობას განაპირობებს. თავის მხრივ, სწორედ ასე მცირდება დაუცველობის გრძნობა.
  • მიიღეთ გათვლილი რისკები. განსაზღვრეთ სიტუაციები, რომლებიც არც მეტისმეტად მგრძნობიარეა და არც მატერიალური, რათა პასუხისმგებლობის გაზიარების და სხვების გაძლიერების ახალი გზები გამოცადოთ.
  • გადაამოწმეთ იდეები სანდო კოლეგებთან. ისწავლეთ თქვენთვის პატივსაცემი ადამიანებისთვის აზრებისა და იდეების გაზიარება. გახსენით ეს წრე სხვებისთვის, როდესაც აღმოაჩენთ, რომ ეს დიალოგი იდეების ხარისხს აუმჯობესებს და ზრდის ინტერესს.
  • გამოიკვლიეთ თქვენი ზიზღი ცნობისმოყვარეობის მიმართ. დრო გამოყავით ცხოვრებასა და კარიერაზე დასაფიქრებლად. შესაძლოა, სწორედ ასე მოუძებნო ახსნა თქვენს მაკონტროლებელ ქცევას. იქნებ, თქვენი ყოფილი უფროსის ქცევას იმეორებთ? ან იქნებ, რეალურად სულაც არ ხართ ასეთი და სხვების “თვალის ასახვევად” აკონტროლებთ საკუთარ თავს? შესაძლოა, ყველაფერი მტკივნეულმა გამოცდილებამ გამოიწვია – მაგალითად, ინტერესის სანაცვლოდ მიღებულმა კრიტიკამ?

არასაიმედო ლიდერი

მართალია, კარიერის გარკვეულ ეტაპზე ყველა ლიდერი განიცდის საკუთარი თავის მიმართ ეჭვებს, თუმცა ზოგიერთი მათგანი განსაკუთრებით მძაფრად აღიქვამს ამ მომენტს. ასეთ ლიდერებს აწუხებთ, რას ფიქრობენ სხვები მათზე და ყოველ წამს ელიან, როდის აქცევენ ზურგს. ბევრი მათგანი ამ გრძნობების შენიღბვის გზებს პოულობს, რათა თავდაჯერებულობის ნიღაბი მოირგონ. ნაწილი კი სხვების “მოსყიდვას” კეთილგანწყობით ცდილობენ – ეს წარუმატებლობისა და უარყოფის შიშის დაძლევის საუკეთესო მეთოდად მიაჩნიათ.

ასეთი ტიპის ლიდერები განსაკუთრებით საზიანოა სტრატეგიისთვის. მათ ხშირად უფრო აგრესიული ლიდერები იყენებენ, რომლებიც მათ ისე მართავენ, როგორც სურთ. გარდა ამისა, ბევრს იმდენად ეშინია წარუმატებლობის, რომ საბოლოოდ “ანალიტიკური დამბლით” და გაუთავებელი რისკების შემსუბუქების მცდელობებით ასრულებენ, რომელთა დანახვაც მხოლოდ მათ შეუძლიათ. უმეტესწილად, მათი შიშის საფუძველს წარსულის წარუმატებლობა წარმოადგენს.

ქვემოთ მოცემული რჩევები ამ განცდის დაძლევაში დაგეხმარებათ:

  • გაარკვიეთ თქვენი შიშების არსი. შესაძლოა, ამ პროცესში თერაპევტიც კი დაგეხმაროთ. აღიარეთ, რომ გავრცელებული დაუცველობა მოუგვარებელი საკითხების ნიშანია.
  • გამოიყენეთ ყველაზე ცუდი და საუკეთესო სცენარის მეთოდი. ვიდრე მოსალოდნელი წარუმატებლობის გამო აღელდებით, სანდო მონაცემები გამოიყენეთ, რათა სტრატეგიის მრავალი პოტენციური შედეგის რეალისტური სცენარი შექმნათ, ხელახლა წამოიწყოთ შესაძლებლობებზე საუბარი. აიძულეთ საკუთარი თავი, ყველანაირ სიტუაციაში აღმოაჩინოთ საჭირო სარგებელი.
  • დაფიქრდით წარსულ წარმატებებზე. ზოგჯერ ზედმეტ დაუცველობასთან გამკლავების საუკეთესო გზას წარსულის წარმატებების გულწრფელი გაანალიზება წარმოადგენს. როდის წააწყდით მსგავს არჩევანს, რომელიც წარმატებული აღმოჩნდა? რა გაკვეთილების სწავლა შეიძლება კონკრეტული გამოცდილებიდან? შეგიძლიათ, სანდო მესამე მხარეც მოიწვიოთ, რომელიც მიუკერძოებლად შეაფასებს წარსულს.

გახსოვდეთ, ყველა ლიდერს აქვს პიროვნული ხარვეზები. მაგრამ როდესაც ეს ხარვეზები ძალიან ღრმავდება, ისინი, შესაძლოა, განსაკუთრებით საზიანო იყოს ჩვენი ხედვებისთვის და სტრატეგიებისთვის.

წყარო: HBR



X-Ray სხივების საშუალებით, მარია ანტუანეტას საიდუმლო სასიყვარულო წერილები გაშიფრეს

5 რამ, რაც Land Rover-ზე, შესაძლოა, არ იცოდით