21
აპრ
2017

„ლიდერფუდის“ რებრენდინგი, რომელზეც MORE™ Studio-მ იმუშავა

21 აპრ 2017

ხორცპროდუქტების მწარმოებელმა კომპანია „ლიდერფუდმა“ დაასრულა რებრენდინგის პროცესი, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა, მიმდინარეობს. ახალი წლიდან, სოციალურ მედიაში უკვე შეცვლილი ლოგოთი და სტილით პოზიციონირებს, თუმცა განახლებული შეფუთვებით, მაისის თვიდან გამოჩნდება დახლებზე. კომპანიის რებრენდინგზე იმუშავა სააგენტო MORE™ Studio-მ – ზაქარია მესროპოვმა და რუსლან ბერიძემ. მარკეტერი ესაუბრა „ლიდერფუდის“ მარკეტინგის სპეციალისტს – ხვიჩა ჯღუთაშვილსა და გრაფიკულ დიზაინერ ზაქარია მესროპოვს, ასევე, ექსკლუზიურად, გთავაზობთ „ლიდერფუდის“ ახალ ვიდეორგოლს, რომელიც არის საფესტივალო ფორმატის.

BOG xelfasi
Bog Xelfasi mob

 


M: 
რატომ გადაწყვიტეთ თქვენი კომპანიის რებრენდინგი?
ხვიჩა ჯღუთაშვილი: რებრენდინგი გადავწყვიტეთ რამდენიმე მიზეზის გამო: ერთი არის, რომ კომპანია უკვე 9 წელია, ბაზარზეა და განვითარების ახალ ეტაპზე გადადის, ახალ საწარმოს ვაშენებთ მცხეთაში, რომელიც იქნება ამიერკავკასიაში, ხორცპროდუქტების გადამამუშავებელი ყველაზე დიდი საწარმო, სადაც სექტემბრიდან გადავალთ. მეორე არის ის, რომ  გაიზარდა როგორც ბაზრის მოთხოვნები, ისე მომხმარებლის დამოკიდებულებაც ბრენდების მიმართ.

M:  რა იყო თქვენი მარკეტინგული ამოცანა?
ზაქარია მესროპოვი: ჩვენი მარკეტინგული ამოცანა იყო, რომ შეგვექმნა „ლიდერფუდის“ ახალი სახე, რომელიც იქნებოდა მომხარებლისთვის უფრო ახლო და გამოხატავდა ემოციას, რომელიც იყო მოცემული ბრიფის მიხედვით. ბრიფის მიხედვით კი აღნიშნული იყო, რომ „ლიდერფუდი“ არის მეგობრული, საოჯახო და ის ყველასთვის მისაღები უნდა იყოს, როგორც მცირეწლოვანი  ადამიანისთვის, ასევე ხანშიშესულისთვის, ანუ ყველა სეგმენტი უნდა მოგვეცვა.
M: განახლებულ ბრენდს რა კონცეფცია აქვს?
ხვიჩა ჯღუთაშვილი: „ლიდერფუდის“ განახლებული ბრენდის კონცეფცია დაფუძნებულია ბრენდის არსის მთავარ მესიჯზე: კომპანია, როგორც ბედნიერი მომენტების შთაგონების წყარო. შესაბამისად, ფილოსოფიაც და ვიზუალიც სრულიად აეწყო ემოციური ბრენდინგის ხაზზე. შინაარსი მარტივია, ცხოვრება, ყოველდღიურად, შედგება პატარ-პატარა მომენტებისგან, რომელიც, როგორც წესი, ისე ჩაივლის, ყურადღებასაც არ ვაქცევთ. ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ ზუსტად პატარ-პატარა ბედნიერი მომენტების შეხსენებაზე. კომპანიის კომუნიკაცია  სრულიად აგებულია ემოციურ სარგებელზე, რომელსაც მომხმარებელი იღებს საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობებით, სხვადასხვა სიტუაციაში. მაგალითისთვის, სადილი ოჯახის წევრებთან, მეგობრების შეკრება ბუნებაში, ბარბიქიუ, ვახშამი თუ პიკნიკი საყვარელ ადამიანთან ერთად და ა.შ.

M: 
ლოგოტიპით როგორ გამოხატეთ ბრენდის კონცეფცია?

ზაქარია მესროპოვი: ყველასთვის მარტივი და ყველასთვის გასაგები ფორმა ბედნიერების გამოხატვისას, არის ღიმილი, ამიტომ, სწორედ ღიმილი იყო მთავარი გადამწყვეტი მომენტი ლოგოზე მუშაობისას. ასევე, ის ღიმილი, რაც მივიღეთ, ალეგორიულად გამოხატავს, თვითონ პროდუქტსაც, რასაც აწარმოებს „ლიდერფუდი“.M: დიზაინთან ერთად, შესაფუთი მასალაც თუ შეცვალეთ?
ხვიჩა ჯღუთაშვილი: შეფუთვის მასალაც განსხვავებულია, ეს არის პოლიპროპილენი, რომელიც გამოიყენება საკვები პროდუქტების შესაფუთად და არის უსაფრთხო პროდუქტებისთვის. რაც შეეხება დიზაინს, კიდევ ერთი დეტალი, რაც ნამუშევრებს უნიკალურობას სძენს, არის სპეციალურად კონკრეტულ დასახელებებზე მორგებული ილუსტრაციები, რომელიც ხელით არის დახატული, მაგალითად, „ქალაქურზე“, ქალაქი – ძველი თბილისის ფონია დატანილი და ა.შ.


M: 
რამდენ ხანს იმუშავეთ პროექტზე?
ზაქარია მესროპოვი:
თვითონ პროექტი იყო როგორც რებრენდინგი, ასევე, „ფექეჯინგი“ – შეფუთვა, ამიტომ დაახლოებით, 6 თვე მოვანდომეთ.

Client: Liderfood
Marketing Team: ირინა კეიდია და ხვიჩა ჯღუთაშვილი
Designed by MORE™ Studio
Creative concept & design: ზაქარია მესროპოვი და რუსლან ბერიძე
Illustration: ნათია კვარაცხელია
Georgian Typography: ალექსანდრე სუკიასოვი

განხილვა