როცა სოლო თანამშრომლები მსხვილი პროექტის მართვას, პირდაპირი ანგარიშების გადახედვას ან სტრატეგიულ დაგეგმარებაში ჩართვას იწყებენ, სწრაფად უწევთ ისეთი ახალი უნარების განვითარება, როგორიცაა ინტერპერსონალური მოხერხებულობა, ემოციური სიმარჯვე და კომუნიკაციური საზრიანობა. რამდენადაც მნიშვნელოვანია ეს ლიდერული უნარები, ამ როლის მორგებისთვის ისეთივე აუცილებელია აზროვნების ძველი სტილის დავიწყება და ამ ახალი როლის მშვიდად მიღება.
ეს ცვლილება შესაძლოა სტრესთან იყოს დაკავშირებული, მაგრამ სტრუქტურირებული და ფაქტებზე დაფუძნებული პროცესები ახალ მენეჯერებს ახალი უნარების ათვისებასა და ძველი ჩვევების დავიწყებაში დაეხმარება. წარმოგიდგენთ პროცესს, რომელიც აღმასრულებლების წვრთნის პროგრამაში გამოიყენება:
მენტალიტეტის შეცვლა: წარმატებული ლიდერული ცვლილება სუბსტანციურ კოგნიტურ რესტრუქტურიზაციაზეა დამოკიდებული. ახლად დანიშნული მენეჯერები უცნობი როლის მორგებისას ფიქრობენ, რომ მეტად მკაცრი უნარები უნდა განავითარონ და თავაუღებლად იმუშაონ. მაგრამ ეს მენტალიტეტი სწორედ ისეთი მენეჯერების რწმენას და შესაძლო წარმატებას შეზღუდავს, რომლებსაც „რბილი უნარები“ ახასიათებთ. ზოგი ხელმძღვანელი ამგვარ მიმართულებას თავიანთი ტექნიკური უპირატესობის დაკარგვის შიშით ირჩევს. კვლევები ემოციური ბალანსისთვის ამგვარი ტიპის კოგნიტური გადაფასების ეფექტურობას ადასტურებს. ეფექტური მენეჯერები ლიდერობასთან დაკავშირებით დადებით აზრებს უყრიან თავს და საბოლოოდ, ყოველგვარი ეჭვების გარეშე ითვისებენ ახალ როლს. ეს დადებითი მენტალიტეტი მთავარი საწყისი წერტილია.
ყურადღება და კონცეტრირება: მენტალიტეტი და ყურადღება ერთ მთლიანად უნდა განვიხილოთ. როცა მენეჯერები ლიდერული თვისებების განვითარებას და თავიანთი ტექნიკური ჩვევებზე ნაკლებ ორიენტირებას გადაწყვეტენ, მეტი ძალისხმევა სიმშვიდის შენარჩუნებისკენ და უცნობ სიტუაციებში პოზიციონირებისკენ უნდა მიმართონ. ფაქტებზე დაფუძნებული ყურადღების ისეთი სტრატეგიები, როგორიცაა მედიტაცია და კონტროლირებადი სუნთქვა ახალი მენეჯერებისთვის გამოწვევების, იქნება ეს მნიშვნელოვანი პრეზენტაცია, რთული შეხვედრების გაძღოლა თუ სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება, მართვის შესაძლებლობას იძლევა. ყურადღება და კონცეტრირება მენეჯერ მისი ახალი როლის მშვიდად ათვისებაში ეხმარება. ედვარდ სლიგერლანდი თავის ახალ წიგნში „ეცადო არ ეცადო“ აღწერს დაოიზმის და თანამედროვე ნეირომეცნიერების კონცეფციას, რომელიც სპონტანურობის და მზაობის ეფექტურ ბალანსს ეხება. დაოიზმის ცენტრალური ცნება ჯუან ძი, რომელიც სიტყვასიტყვით „უმოქმედობას“ ნიშნავს ზუსტად ასახავს იმ პარადოქსულ გამოწვევას, რომლის წინაშეც ყოველი ახალი მენეჯერი დგება.
ჯანმრთელობა: მენეჯერებს ლიდერული მენტალიტეტის, ყურადღების და კონცეტრირების განვითარება მხოლოდ მაშინ შეუძლიათ, როცა მათი ტვინი კარგად ფუნქციონირებს. კარგი ძილი, რეგულარული ვარჯიში, ბალანსირებული კვება და სხვა ჯანმრთელი ჩვევები, უმთავრესია. როცა ახალი მენეჯერული როლისკენ სტრესულ ფაზას გადიხართ, თავის მოვლას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. თუ ფიქრობთ, რომ თქვენი ყოველწლიური შემოწმების ან თქვენს ექიმთან დაკავშირების დროა, იმოქმედეთ. თქვენი ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობა მენეჯერული როლის ოპტიმალური შესრულების ფუნდამენტია.
განსაზღვრული სტრუქტურა: მენეჯერმა თავისი სამუშაოს მნიშვნელობა და მიზანიც უნდა განსაზღვროს. რა ქმნის სოლო თანამშრომლის მენეჯერულ პოზიციაზე გადასვლის მოტივაციას? მას, ვინც ამგვარ ცვლილებას გადაწყვეტს, ნათლად უნდა ჰქონდეს ჩამოყალიბებული, თუ წარმატებული და უკვე ჩამოყალიბებული კარიერის შუაში რატომ უნდა გადაახალისონ თავიანთი მიდგომა და ჩვევები. კვლევებმა ცხადჰყო, რომ წარმატებულ ლიდერები თავიანთი კომპანიების „ხედვის მხარდაჭერისკენ“ არიან მიმართული მათივე ამოცანებისადმი ოპტიმისტური დამოკიდებულების გზით. საიმონ სნეკის წიგნის „დაიწყეთ კითხვით ‘რატომ’“ ნათლად გვაჩვენებს, თუ როგორ უწყობს ხელს შორსმჭვრეტელური მართვა და ლიდერობა წარმატების მიღწევას. საკუთარი ღირებულებების და მისიის აღქმა იმ მენტალური სიცხადისკენ და ქცევითი ცვლილებებისკენ მიგვიყვანს, რაც ასე მნიშვნელოვანია მენეჯერული როლის მორგებისას.
ერთ-ერთი შემდგარი ექიმის და მეცნიერი, რომელიც საშუალო ზომის კომპანიაში ზედა რგოლის მენეჯერად დააწინაურეს, მიზნების მისაღწევად „ოთხი M“-ის პროცესს გადიოდა. რამდენადაც ცდილობდა მეცნიერული მიდგომა კოლეგებთან, მარკეტერებთან, ინვესტორებსა და სხვა პარტნიორებთან ურთიერთობით შეეცვალა, გზის გავლა ზოგჯერ უჭირდა კიდეც. მისმა თანდაყოლილმა ლიდერულმა მენტალიტეტმა მედიტაციის ეფექტურობასთან დაკავშირებული სკეპციციზმის დაძლევის საშუალება მისცა და ისეთ სტრესულ სიტუაციებში, როგორიცაა დიდი შეხვედრების გაძღოლა თუ პრეზენტაციების მართვა, სწორედ მას მიმართავდა დასამშვიდებლად. მენეჯერული როლის წარმატებულად ათვისებამ მასზეც და მის კომპანიაზე უდიდესი გავლენა მოახდინა.
ლიდერული პოზიციის დაკავება ამ პოზიციაზე გამოუცდელი სპეციალისტისთვის შესაძლოა ყველაზე რთული და სტრესული პერიოდი იყოს. ზოგჯერ ორგანიზაციის ნამდვილი ვარსკვლავებიც კი ვერ ართმევენ მას თავს. ზემოთ ნახსენები ოთხი კრიტიკული მომენტის გათვალისწინება წარმატებული ცვლილებისთვის უკეთ შეგაიარაღებთ.
წყარო: Harvard Business Review











