in

როგორ უნდა დახვეწოთ თქვენი ლიდერობის სტილი?

როგორ გამოიყურება თქვენი ლიდერობის ალბომი? სავსეა მნიშვნელოვანი ფოტოებით თუ მათში თვალშისაცემად ცოტა ნიმუშია მოთავსებული? ძირითადად პოზიტივი და სინათლე ჭარბობს, თუ ნეგატივი და სიბნელე, რომელსაც სასწრაფოდ სჭირდება იმედის გაცოცხლება?

ამ სტატიაში მოცემულია კითხვები, რომლებიც ყურადღებით უნდა განიხილოთ და თქვენს წიგნაკში ჩამოწეროთ პასუხები:

  • როგორი ლიდერი გსურთ, რომ იყოთ?
  • როგორ ლიდერად მიაჩნიხართ თქვენს გუნდში?
  • როგორი ლიდერი შეიძლებოდა, რომ გამხდარიყავით?
  • რას გრძნობთ, როდესაც ლიდერად მოგიხსენიებენ?
  • სამსახურშიც ისეთივე პიროვნება ხართ, როგორიც სახლში?

ამ კითხვებზე პასუხები და სხვა დაკვირვებები, რომლებსაც საკუთარ თავზე აწარმოებთ, ქმნის უნიკალურ იმიჯს, რომელიც დაგეხმარებათ ვიზუალურად წარმოაჩინოთ ლიდერი, რომელიც ყოველთვის გსურდათ რომ გამხდარიყავით.

როდესაც არასასიამოვნო კონფლიქტი გაქვთ, ცუდ გადაწყვეტილებებსა თუ უარყოფით გამოხმაურებას იღებთ, შესაძლოა, რთული იყოს თქვენი მეთოდებისადმი ნდობის შენარჩუნება. მაგრამ ისევე, როგორც ცუდი დღეც კი შეიძლება შეიცავდეს მადლიერების მიზეზებს, ასევე, თქვენს ლიდერულ შესაძლებლობებში არსებული ნაკლოვანებები ხანდახან გამოავლენს თქვენს ფარულ ძლიერ მხარეებსა და გამძლეობას.

როდესაც საქმე კარგად არ მიგდით, გაიხსენეთ ის შემთხვევები კარიერიდან, როდესაც თქვენი ლიდერული შესაძლებლობები მთელი სიმძლავრით გამოავლინეთ  ან თქვენი ქმედებებით პოზიტიური შედეგები მიიღეთ. შესაძლოა, ასეთი შემთხვევებიც გქონდათ:

  • ვიღაცამ დაჟინებით გთხოვათ გუნდში აყვანა, რადგან მხოლოდ თქვენთან სურდა მუშაობა;
  • პროექტი, რომელიც განახორციელეთ, იყო წარმატებული და დაეხმარა უამრავ სხვა მონაწილეს კარიერულ წინსვლაში;
  • ასწავლიდით სტაჟიორს, რომელიც ახლა ლიდერის პოზიციაზეა დიდ კომპანიაში.

გამოგადგებათ მათი ჩაწერა. შეგიძლიათ მარტივად გადაიკითხოთ, როცა დაგჭირდებათ. განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, თავდაჯერება რომ გაკლდებათ და გიჭირთ რწმენის შენარჩუნება.

ეს მოგონებები უმთავრესი კეთილი აგენტები არიან თქვენს ცხოვრებაში. ისინი დაგეხმარებათ რთულ მომენტებში საკუთარი თავი რომ შეინარჩუნოთ. მაგრამ, რაც მთავარია, ისინი გიბიძგებენ ჩამოყალიბდეთ კარგ ლიდერად სადაც არ უნდა იყოთ, ნებისმიერ პოზიციაზე და მართვის ნებისმიერი სტილით. უნდა ენდოთ საკუთარ თავს, შესაძლებლობებსა და ფასეულობების უნიკალურ კომბინაციას. ეს არის თქვენი ღირებულება, რაც გამორჩეულ ლიდერად გაქცევთ. 

შენი ნამდვილი ღირებულება არის ის, ვინც ხარ. ნამდვილი შენ. ავთენტური შენ. ხმა, რომელიც შენია და მარტო შენი. როგორც კი ამას გაიგებ, შეგიძლია დიდი საქმეები გააკეთო.

MAC GEORGIA საუბრების სერიის „შუქი მოვიდა“ რიგით მეორე ღონისძიებას გამართავს

McDonald’s-მა რეტრო დაბადების დღით შთაგონებული კამპანია წამოიწყო