არასდროს იცი, ისეთ დღესასწაულზე ჩადენილ სიკეთეს, როგორიც ახალი წელია, რა გასაოცარი შედეგი შეიძლება მოყვეს. მართალია, სანტას არსებობა სადავო საკითხია, თუმცა LIDL-ის ახალი სარეკლამო ვიდეორგოლის ყურების შემდეგ, შესაძლოა უფროსებმაც კი, თუნდაც ცოტა ხნით, დაიჯერონ საახალწლო სასწაულები. ემოციური ვიდეო კომპანიისთვის სააგენტო Folk-მა მოამზადა და საზოგადოებას ამ მშვენიერი სანახაობით კიდევ უფრო გაუმძაფრა საახალწლო განწყობა.














