საახალწლო ქარავანსა და დიდ წითელ მანქანებზე პირველი კი კოკა-კოლა გვახსენდება, მაგრამ წელს მას კონკურენტი გამოუჩნდა — Lidl Freeway Cola-ს ლოგოთი სადღესასწაულო სატვირთოების საკუთარ ვერსიას უშვებს და გაერთიანებულ სამეფოში ტურსაც აწყობს. 9 ქალაქს მოივლის და სადღესასწაულო მაგიას მომხმარებლებამდე 2000-ზე მეტი სასაჩუქრე ყუთით, სადღესასწაულო კერძებითა და ოქროს სიურპრიზებით მიიტანს.
ესეც წითელ და თეთრ ფერებში გვხვდება, თუმცა ცოტათი განსხვავებულია — Lidl-ის ქარავანი 20 მეტრი სიგრძის და 5 მეტრი სიმაღლის იქნება, გიგანტურ ქილას მოგაგონებთ, რომელსაც უკან გასახსნელიც კი აქვს. ხოლო უშუალოდ ქარავნის მიზანი ოჯახებისთვის ბიუჯეტური სადღესასწაულო გამოცდილების გაზიარებაა…
რაც შეეხება ოქროს სიურპრიზებს, 2000-დან მხოლოდ 10 ყუთში იქნება მოთავსებული, მისი იღბლიანი მფლობელები კი Golden Ticket-ს მიიღებენ, რაც Lidl-ის 100-ფუნტიან ვაუჩერს გულისხმობს. თუმცა კამპანია არც ამით მთავრდება, Lidl მომხმარებლებს იმ სურვილების გაზიარებას სთხოვს, რომლებიც მათ შობას ჯადოსნურს გახდის. შემდგომ კი აპირებს, მათგან რამდენიმე აასრულოს.
„იმ საზოგადოებისთვის რაღაცების მიცემა, რომლებსაც ვემსახურებით, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ახალი საოცარი Freeway-ის სატვირთო კი საშუალებას გვაძლევს, მათ გულებამდე მივაღწიოთ“, — აცხადებს ჯოანა გომერი, Lidl-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი.