ბავშვთა ორცხობილების ბრენდი „ლიბე“, ბაზარზე ახალი პროდუქციითა და განახლებული შეფუთვით გამოჩნდა. როგორც კომპანიაში ამბობენ, ვიზუალის განახლება მის თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას ემსახურება. ბრენდის რედიზაინზე სააგენტომ MOSES იმუშავა.
რაც შეეხება ახალ პროდუქციას, „ლიბემ“, მომხმარებლის მოთხოვნის გათვალისწინებით, ორცხობილების ახალი სახეობები – „ულაქტოზო“, „უშაქრო“ და „სიტკბოს გარეშე“ – გამოუშვა.
„Liebe 2017 წლიდან აწარმოებს პროდუქციას და არის პირველი ქართული ლიცენზირებული საბავშვო ორცხობილა. მზადდება ევროპული ხარისხის მანქანა-დანადგარებით აღჭურვილ საწარმოში, ეკოლოგიურად სუფთა პირობებში და რაც მთავარია, ნატურალური ინგრედიენტებით.
მის შემადგენლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია ნატურალური კარაქი. პროდუქცია ასევე შეიცავს მცირე რაოდენობით კვერცხს. „ლიბე“ ეს არის ორცხობილა სიყვარულის სახელით! გამოირჩევა ზომიერად ფხვიერი კონსისტენციით, საგრძნობლად დაბალი შაქრის შემცველობით და ადვილად დნება პირში. „ლიბეს“ ორცხობილების კონსისტენცია ხელს უწყობს ღეჭვითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას ბავშვებში“.
[R]