დღეისათვის მობილური ტელეფონები ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. იმდენადაც კი, რომ ხშირად ირგვლივ არსებულ სამყაროს ნაკლებად ვამჩნევთ. თითქოს, სრულად ციფრულ გამოცდილებაში ვიძირებით, იქ ვიქმნით კომფორტის ზონას და „ფიზიკურ რეალობაში“ ყველაფერი გვრჩება.
სწორედ ამას ეხება Sunrise-ის, შვეიცარიის უმსხვილესი კერძო სატელეკომუნიკაციო კომპანიის, უახლესი სახალისო ვიდეორგოლი. აქ ახალგაზრდა ქალი ხელიდან უშვებს შესაძლებლობას, საკულტო სპორტსმენებს — როჯერ ფედერერსა და მარკო ოდერმატს გაესაუბროს ლიფტში. მიზეზი კი მარტივია: ის ზედმეტადაა სმარტფონში ჩაფლული…