in

რატომ იქცა LG-ის სლოგანად „ცხოვრება კარგია“?

ოცი წლის წინ ტაიმს-სკვერი მილიონობით ტურისტით იყო სავსე, როდესაც ცნობილი ბრენდები ციფრული ბილბორდებით მომხმარებელთა ყურადღების მიქცევას ცდილობდნენ — მათ შორის იყვნენ Toyota, Budweiser, Pizza Hut, Wachovia, NBC და მრავალი სხვა. 2003 წლის 17 დეკემბრის ღამეს კი კიდევ ერთი ბრენდი შეუერთდა მათ: LG Electronics, თავისი სლოგანით: „ცხოვრება კარგია“.

სლოგანი ოპტიმისტური და მიმზიდველი იყო, ერთგვარად იმედისმომცემი. ამავდროულად, Life’s Good ბრენდის დასახელების ინიციალებს მოიცავს. „უნდა ვაღიაროთ, რომ მომხმარებლებთან გზავნილი ეფექტურად ვერ მივიტანეთ. რას ნიშნავს ცხოვრება კარგია? ჩემი ცხოვრება? შენი თუ ზოგადად? მაშინაც დიდი ხნის განმავლობაში ვეჭვობდით, რამდენად სწორი იქნებოდა ამგვარი ფორმულირება, თითქოს სადაზღვევო კომპანიის მოწოდებას ჰგავდა“, — აღნიშნავს ლი ჯეონგ-სეოკი, LG-ის გლობალური მარკეტინგის ხელმძღვანელი.

ვიდრე უშუალოდ სლოგანის მნიშვნელობაზე ვისაუბრებთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ კომპანია 1947 წელს კორეაში In-Hwoi Koo-ს მიერ დაარსდა, თავდაპირველი სახელწოდებით Lucky-Goldstar. მართალია, ეს სახელწოდება ადგილობრივ ბაზარზე მომგებიანად ჟღერდა, მაგრამ აშშ-ისთვის შეუსაბამო აღმოჩნდა. ასე რომ, 1995 წელს ამერიკული მაღაზიებიდან GoldStar გაქრა და მისი ადგილი LG-იმ დაიკავა. მიუხედავად ამისა, სხვა პარაფირებული ბრენდებისგან განსხვავებით, როგორებიცაა UPS (United Parcel Service) ან IBM (International Business Machines), მას საერთაშორისო ისტორია არ ჰქონია სახელის ასახსნელად.

ეს იქცა იმის საფუძვლად, რომ საზოგადოება თავად ცდილობდა LG-ის მნიშვნელობის გაშიფვრას, რასაც ბევრი არასწორი ვერსია მოჰყვა: „ეს რას ნიშნავს, Ladies and Gentlemen-ს?“ შემდეგ კი, როდესაც ბრენდმა თავისი განახლებული სლოგანი წარადგინა, იდეებიც ამის ირგვლივ ტრიალებდა.

„რეალურად, ამ სლოგანის მიღმა მთელი ჩვენი ფილოსოფია დგას, რათა მომხმარებლებთან დაკავშირება ემოციურ დონეზე შევძლოთ. ყოველთვის გვსურდა, თანაგრძნობისა და ადამიანურობის გამოჩენა. ასევე, პოზიტიური ბრენდინგის შენარჩუნება, რადგან ამას ძალიან დიდი ძალა აქვს. შედეგად, LG-ისთვის ეს კომპონენტები ისეთივე განუყოფელი ნაწილია, როგორც ტექნოლოგიური თუ დიზაინის ინოვაცია“, — განმარტავენ ბრენდის წარმომადგენლები.

მათივე თქმით, ოპტიმიზმი მარტივი გამოსავალი არ არის… პირიქით, ძალიან დიდ სიმამაცეს მოითხოვს. ამიტომაც გადაწყვიტეს, ოპტიმიზმის კონცეფცია LG-ის ნაწილად ექციათ. „LG მამაცი ოპტიმისტების ჯგუფია, რომელთაც სჯერათ, რომ ცხოვრება კარგია და ყოველთვის შეიძლება მისი გაუმჯობესება“.

4 მეთოდი კრიზისის დროს ეფექტური კომუნიკაციისთვის

როდის უწყობს ხელს თავდაჯერებულობა პროექტის მენეჯერს და როდის – არა