in

Ikea-ს ბრუტალურად გულწრფელი კამპანია

„Life is Not An Ikea Catalog“-ში ბრენდმა ახალი პროდუქტების ტრადიციული, ინსპირაციული გზით წარმოჩენის გზას გადაუხვია… სანაცვლოდ, მაყურებლები ხედავენ ავეჯს, რომელიც ყოველდღიური მოვლენების ფონზე ისვრება — მათზე აღებინებენ, ძაღლები პირდაპირ მათზე ისაქმებენ, მოზარდების წვეულება კი პირდაპირ აისახება სახლში სათუთად განლაგებულ ნივთებზე.

რეალურად, თითოეული ეს ლაქა იმაზე მიუთითებს, რომ Ikea-ს პროდუქტები სწორედ ცხოვრების დიდი და პატარა გამოწვევებისთვისაა შექმნილი. „ჩვენი ბრენდი ყოველდღიურობასთან გამკლავებაში ეხმარება მომხმარებლებს, რადგან გვჯერა, ავეჯი თავისუფლად გამოყენებასთან უნდა ასოცირდებოდეს. რა თქმა უნდა, არც ისე სასიამოვნოა ისეთი კადრების ნახვა, სადაც პირდაპირ დივანზე აღებინებენ ან ძაღლი შარდავს — თუმცა ცხოვრებაც არაა ყოველთვის მოწესრიგებული“, — აღნიშნავს ანიკა ასტე, Ikea Norway-ის მარკეტინგული კომუნიკაციის ხელმძღვანელი.

betlive წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ გენერალური სპონსორია!

კლასიკური საშინელებათა ფილმის სიუჟეტი, როგორც ბრენდის კამპანია