მოზარდებს, რომლებიც პირველ ნაბიჯებს დგამენ „ზრდასრულთა“ სამყაროში, შესაძლოა, გაუჭირდეთ სწორი გადაწყვეტილებების მიღება – ნავიგაცია შემთხვევითობით სავსე გარემოში, სადაც ნებისმიერი არჩევანი მნიშვნელოვანია. სწორედ ამ საკითხს ეძღვნება Pinball Clemons Foundation-ის კამპანია, რომელზეც FUSE Create-მა იმუშავა. ვიდეორგოლში, სახელწოდებით Pinball Machine, ილუსტრირებულია თუ რატომ და როგორაა საჭირო ახალგაზრდების დახმარება, რათა მათ არ დაკარგონ საკუთარი გზა და შეძლონ მიზნებისკენ მიმავალი გზის გაკვალვა. კამპანიაში კლასიკური თამაში პინბოლის მაგალითზე აღწერილია ის სირთულეები, რომლებიც მოზარდს ხელს უშლის საკუთარი ადგილის პოვნაში. მარგინალიზებული ახალგაზრდების დახმარების საჭიროებაზე ვიდეორგოლში გადმოცემული პრობლემური ფაქტორები მიგვანიშნებს. მათი მართვა და უარყოფითი გავლენის დაძლევა, სწორი მენტორობის არარსებობის შემთხვევაში, მოზარდებისთვის ძალიან რთულია. Pinball Clemons Foundation ცდილობს დაგვანახოს რისი გაკეთებაა საჭირო, რათაახალგაზრდებმა წარმატებით შეძლონ გარემოზე ადაპტირება და ოცნებებისკენ სწრაფვა – პინბოლის თამაშის დროს, ბურთი ვარსკვლავებს მოახვედრონ და გაიმარჯვონ.