25
Jun
2019

ცხოვრება სამსახურს მიღმაც არსებობს! – ამაში კი, ხელმძღვანელებმა უნდა დაგვარწმუნონ

25 Jun 2019

ახალგაზრდა კაცმა, კიბოს დაავადებით, ერთ-ერთ ამერიკულ კომპანიაში დამატებითი დრო მოითხოვა სიმსივნის რეაბილიტაციისთვის – სამკურნალოდ და შემოწმებისთვის.

pasha-statiebi
pasha-statiebi

სხვა თანამშრომელმა კი, რომელიც ვიეტნამიდან იყო და ამერიკაში საკუთარ მშობლებთან ერთად ცხოვრობდა, თვეში 1 დღე ითხოვა, როცა ის დისტანციურად იმუშავებდა. ამ დღეს ლოს-ანჯელესის სამხრეთ-ცენტრალურ ნაწილში დაბრუნდებოდა და ლიქიორის მაღაზიაში, ორ ცვლაში იმუშავებდა.

რა თქმა უნდა, ყველა ჰუმანური ხელმძღვანელი იზრუნებდა ამ თხოვნების შესრულებაზე. ადამიანს უნდა მისცე საშუალება, გაუმკლავდეს რთულ ცხოვრებისეულ ცვლილებებსა და ავადმყოფობას ან თუნდაც, შეძლოს ის, რომ შვილის საფეხბურთო მატჩს დაესწროს ანდაც, უბრალოდ, საკუთარი თავისთვის გამონახოს დრო. მოკლედ, სამუშაოსგან დამოუკიდებლადაც რომ ჰქონდეთ მდიდარი და საინტერესო ცხოვრება, ამაში ხელმძღვანელების მხრიდანაც საჭიროა თანამშრომლების ხელშეწყობა.

რაც შეეხება თვითონ სამუშაო გარემოში თანამშრომლების შემოქმედებითი უნარების გამოვლენას, აღმოჩნდა, რომ ამაზე წახალისება პოზიტიურად მოქმედებს და ასევე, მეტად დამოუკიდებელს ხდის მათ. როცა თანამშრომლები გრძნობენ, რომ ისინი არიან არა მორჩილი ჯარისკაცები, რომლებიც ბრძანებებს ასრულებენ, არამედ, ინიციატივიანი პროფესიონალები, რომლებსაც შეუძლიათ, სიახლეები ცადონ და მათ შედეგებზე აიღონ პასუხისმგებლობა – ანუ, წახალისება, თავისუფლების მიცემა და შეცდომების დაშვების უფლება საინტერესო თანამშრომლების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

მიჩიგანის უნივერსიტეტის კვლევა leadership qualities ადასტურებს, რომ თანამშრომლების ეფექტურობა იზრდება მაშინ, როცა პოზიტიურ და პატიოსან სამუშაო ატმოსფეროში უწევთ საქმიანობა. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია გაწეული კონტრიბუციისთვის როგორც მატერიალური, ისე მორალური უკუკავშირი. თანამშრომლებმა უნდა იგრძნონ, რომ მათ მიერ გაწეულ სამსახურს ხელმძღვანელობა ხედავს და აფასებს და როგორც კი ეს ფაქტი აღინიშნება, თანამშრომლის შრომისუნარიანობა და ეფექტურობა კიდევ უფრო გაიზრდება.

ადამიანები, რომლებსაც პატივისცემით ეპყრობიან და სხვებისგან კეთილგანწყობას გრძნობენ, უფრო უკეთ ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობებს, რადგან ამ დროს ადამიანის ტვინში შუბლისწინა კორტექსი ინთება, რომელიც დაკავშირებულია ნიუანსური გადაწყვეტილებების მიღებასთან, შემოქმედებითობასა და აბსტრაქტულ ფიქრთან და არა – ამიგდალა – ნუშისებრი ჯირკვალი, რომელიც „შეებრძოლე ან გაიქეცი“ რეაქციასთანაა დაკავშირებული.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომელმა იგრძნოს, მიიღოს და აღიაროს, რომ სასარგებლო საქმეს ემსახურება. ასე უფრო მეტი პასუხისმგებლობითაც ეკიდება სამუშაოს და შესაბამისად, შედეგსაც უკეთესს ვიღებთ.

მენეჯერებისთვის, რომლებსაც უნდათ, შიშზე დამყარებულ სისტემას თავი აარიდონ და ჰუმანური ლიდერები გახდნენ:

  • პირველ რიგში, მთავარი ჰუმანურობაა. გაიგე, რეალურად, რა მოქმედებს თანამშრომლებზე, რა აწუხებთ, რა უხარიათ: ეს ეხება როგორც პირდაპირ სკოლიდან მოსულ ჯგუფის წევრს, ასევე, ვეტერან ანტრეპრენუარს;
  • შეუსრულე თხოვნა თანამშრომლებს და უპასუხისმგებლო რეაქციის შემთხვევაში მიიღე ზომები. შენი კეთილგანწყობითა და ნდობით, არაფერს კარგავ. პირიქით, ასეთი საქციელით, თანამშრომელზე დამატებითი ინფორმაციის მიღებაც შეგიძლია და გარდა ამისა, მოტივაციის მიცემით, რომ სხვა რაღაცებიც აკეთოს, უფრო საინტერესოს გახდის მას, როგორც ადამიანსა და პროფესიონალს;
  • განმარტე მიზეზი: ზემოხსენებული დათანხმებიდან მიღებული არასასურველი შედეგის შემთხვევაში გექნება მიზეზი, რატომ არის შენი თხოვნაზე პასუხი უარყოფითი. როცა საკუთარი თავის წინაშე მართალი ხარ და იცი, რომ ყველანაირი შესაძლებლობა მიეცი თანამშრომელს, რომ თავი უკეთ ეგრძნო, შემდეგ უკვე აუცილებელია, შენი ასეთი გადაწყვეტილების მიზეზიც ახსნა;
  • შეუერთდი ადამიანთა იმ ჯგუფს, რომლებიც სამსახურთან დაკავშირებულ შენს ღირებულებებს იზიარებენ და ხშირად შეხვდით მათ. მიღებული სარგებელი, შესაძლოა, მყისიერი არ იყოს, მაგრამ არსებობს კუმულაციური ძალა, რომელიც ერთ დღესაც ერთიანად იფეთქებს.

წყარო: HBR



განხილვა