ფრანგი არტისტი მონპელიედან Stephan Kouchian, ხშირად, ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებულ თემატიკაზე მუშაობს. მისი ბოლო ნამუშევრები, რომლებზეც დღეს უნდა გიამბოთ, თავმოყრილია ერთ სერიაში “La Traversé” („გზაჯვარედინი“). ფარშევანგი, მაიმუნი, ყარყატი, ბუზი, 2 ძაღლი, თუთიყურში და ვარდისფერი ფლამინგო, არტისტმა, ნატურალურ ზომებში, ხელით შექმნა, ამისთვის კი 7 000 მძივი, იგივე ბისერი გამოიყენა. ამ ცხოველთა ჟესტიკულაცია მაქიმალურად მიმსგავსებულია ადამიანისას.
წყარო: fubiz.net