30
Jul
2019

თუ ბავშვს ლუკმა, ან სათამაშო გადასცდა – გაგუდვის საწინააღმდეგო მოწყობილობა Lifewand

30 Jul 2019

veon
veon


ბავშვებში ხშირად ვხვდებით, საკვების მიღების პროცესში, ლუკმის გადაცდენის შემთხვევას, ან გაგუდვის შეგრძნებას, რომელიც ძლიერ ხველებას უკავშირდება. ხშირად, ბავშვები ყლაპავენ მცირე ზომის სათამაშოებს, რა დროსაც მშობელს რეაგირებისთვის წამები რჩება. მსგავს სიტუაციებთან ეფექტურად გასამკლავებლად ამერიკელმა სამედიცინო ინჟინრებმა Lifewand შექმნეს – მოწყობილობა, რომელიც ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მიერ აღიარებული პროდუქტია და საკვების გადაცდენის, ან მცირეწლოვანი ბავშვის მიერ სათამაშოს გადაყლაპვის შემთხვევაში, მარტივად ხდის შესაძლებელს სასუნთქი გზების გათავისუფლებას.

აღსანიშნავია, რომ საკვების გადაცდენით გამოწვეული გაგუდვა საკმაოდ ხშირია ამერიკაში, 14 წლამდე ბავშვების გარდაცვალების მიზეზი, რადგან ამ გზით სიკვდილს რამდენიმე წამი სჭირდება.

Lifewand ხელმისაწვდომი 2019 წლის დეკემბრიდან გახდება, მანამდე კი მისი წინასწარი შეკვეთა, 80 დოლარადაა შესაძლებელი.

განხილვა