in

Liffit-ის ვარჯიშების 1 თვიანი უფასო სავარჯიშო პროგრამა სოციალურ მედიაში გაეშვა!

ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარობა მთელს მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც სულ უფრო და უფრო იზრდება. გლობალური პანდემიის დროს, იზოლაციის რთულ პერიოდში, საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა სახლის პირობებში ვარჯიში გადაწყვიტა. მათ შორის ისეთებიც აღმოჩნდნენ, ვისაც პანდემიამდე არც კი უვარჯიშიათ. ამ პერიოდმა დაგვარწმუნა თუ რამდენად აუცილებელია ვარჯიში ჩვენი საერთო კეთილდღეობისთვის და ამასთან, ნათლად დაგვანახა, რომ შეგვიძლია ვივარჯიშოთ ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას. ამ პროცესში მთავარი მოტივაცია და მიზნის დასახვაა.

სალომე სტურუა Liffit-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის მენეჯერი: სწორედ ამ ტენდენციამ, შემოქმედებითობამ და ფიტნესის სფეროს მომავლის ხედვამ, პანდემიური და პოსტპანდემიური ქცევის განსაზღვრით, ქართველ ბიზნესმენებსა და ინვესტორებს მისცა ბიძგი, შეექმნათ ინოვაციური პროექტი IT ტექნოლოგიების მიმართულებით. Liffit app საქართველოში შექმნილი პირველი საერთაშორისო ფიტნეს აპლიკაციაა, რომელიც ქართველ მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მშობლიურ ენაზე ისარგებლოს ინდივიდუალურად მასზე მორგებული სავარჯიშო პროგრამებით. აპლიკაციის დეველოპმენტზე მსგავსი ტიპის აპლიკაციების შემქმნელების მსოფლიოს ტოპ ათეულში შესული პროფესიონალები მუშაობენ. Liffit app საერთაშორისო გამოცდილებას აერთიანებს და ქმნის ახალ, სუპერთანამედროვე შესაძლებლობებს.

Liffit-ის აპლიკაციით სარგებლობა აპრილიდან იქნება შესაძლებელი. იქამდე კი აუცილებლად გამოიწერეთ ბრენდის სოციალური არხები და ჩაერთეთ უნიკალურ სავარჯიშო პროგრამაში “მოტივაცია“, რომელიც საშუალებას გაძლევთ, სრულიად უფასოდ ივარჯიშოთ liffit-ის პროფესიონალ მწვრთნელებთან ერთად.

“მოტივაცია“ მაღალკვალიფიციური პროფესიონალების მიერ შექმნილი, განსაკუთრებული ვარჯიშების 30 დღიანი პროგრამაა, რომელიც მარტივად დაგაწყებინებთ და შეგაყვარებთ ვარჯიშს. ვიდეოები ყოველდღიურად Liffit-ის Youtube და Facebook არხებზე თავსდება.

პროგრამის დასრულების შემდეგ იგრძნობთ, თუ რამდენად შეცვლილი და ადაპტირებულია თქვენი სხეული ფიზიკური აქტივობების მიმართ და სულ რაღაც ერთი თვის შემდეგ, მზად იქნებით ახალი გამოწვევებისათვის.

არ დაგავიწყდეთ, თითოეული წუთი, რომელსაც ვარჯიშისთვის გამოვყოფთ, არის ბრძოლა ჩვენი მიზნებისთვის. ეს არის გამოწვევა საკუთარ თავთან, რომ ხვალინდელ დღეს მეტი ენერგიითა და პოზიტივით, უფრო ძლიერები და მოტივირებულები შევხვდეთ.

 

[პარტნიორის კონტენტი]

სტაჟირებიდან სრულგანაკვეთიან სამსახურამდე – HBR-ის კონტრიბუტორის პირადი გამოცდილება

ნახეთ და გვითხარით, როდის იქნება ყველაფერი კარგად? – UN Women-ის ვიდეორგოლი