Liffit პირველი ქართულენოვანი და საერთაშორისო ფიტნეს აპლიკაციაა, რომელიც მომხმარებელს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, ინდივიდუალური სავარჯიშო პროგრამებით, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას ისარგებლოს.
დაკო ლომიძე თანადამფუძნებელი:
Liffit საქართველოში შექმნილი პირველი საერთაშორისო ფიტნეს აპლიკაციაა, რომელზეც უცხოელმა ტოპ დეველოპერებმა იმუშავეს. სავარჯიშო პროგრამები შედგენილია ქართველი და უცხოელი მაღალკვალიფიციური მწვრთვნელების მიერ და მოიცავს ყველაზე მოთხოვნად პროგრამებს.
ნინო მგელაძე თანადამფუძნებელი: „ლიფფიტის“ ალგორითმი მომხმარებლის მონაცემებს ინდივიდუალურად სწავლობს და პერსონალურ სავარჯიშო პროგრამას სთავაზობს. პროგრამები გათვლილია როგორც დამწყები, ისე საშუალო დონისა და გამოცდილი მოვარჯიშეებისთვის. ვარჯიშის კომფორტს აპლიკაციის თანამედროვე ფუნქციონალი ქმნის.
„ლიფფიტი“ აღჭურვილია ყველა თანამედროვე ფუნქციონალით. ინტეგრირებული სმარტ საათებისა და ფიტნეს თრექერების მეშვეობით, მომხმარებელი პროგრესს რეალურ დროში აკონტოროლებს. აპლიკაციაშივე აქვს საშუალება, გაიცნოს და დაიმეგობროს სხვა ლიფფიტერები, მიღწევები და შედეგები სხვას გაუზიაროს. ჩაშენებული Apple Music და Spotify მომხმარებელს სასიამოვნო ვარჯიშისთვის მუსიკის უსაზღვრო არჩევანს სთავაზობს.
დაკო ლომიძე თანადამფუძნებელი:
მნიშვნელოვანია, რომ ლიფფიტი ინოვაციური პროდუქტია გლობალურ ბაზარზე. დამწყებ, საშუალო დონის თუ გამოცდილ მოვარჯიშეს შესაძლებლობა აქვს გადმოწეროს აპლიკაცია, შეარჩიოს სასურველი პროგრამა, შეავსოს პირადი მონაცემები და ივარჯიშოს ნებისმიერი ადგილიდან.
აპლიკაცია უნიკალურ სავარჯიშო გეგმას გთავაზობს, რომელიც ზუსტად შენზეა მორგებული. პროგრამა, რომელიც შენ გექნება, შენს პირად მონაცემებს, შენს მიზნებსა და ვარჯიშის სასურველ ინტენსივობას ითვალისწინებს. აპლიკაციაში შეარჩევ შენთვის საინტერესო პროგრამებს დასახული მიზნის – წონის კლების, მობილობის, მოქნილობის გათვალისწინებით.
ნინო მგელაძე თანადამფუძნებელი:
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოვარჯიშეებს ჰქონდეთ მათთვის საჭირო, ხარისხიანი, პროფესიონალური სავარჯიშო პროგრამები თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით. ჩვენი აპლიკაციის საშუალებით, ისინი გამოიმუშავებენ უნარებს, ჩვევებს და მიიღებენ ცოდნას მნიშვნელოვანი შედეგების მისაღწევად. აპლიკაციის ინტერფეისი იმდენად მარტივია, რომ ნებისმიერი ასაკის მომხმარებლისათვის კომფორტულია. ლიფფიტი ყოველდღიურად გახსენებს შენს მიზნებს და გეხმარება გახდე უკეთესი, იყო ფორმაში და მიაღწიო სასურველ შედეგს.“
დღევანდელ სწრაფადცვალებად, აჩქარებულ სამყაროში ყველას აწუხებს დროის უქონლობა. ამასთან, ბიუჯეტის გონივრულად გამოყენებაც ძალიან მნიშვნელოვანია. როცა საქმე ფიზიკური და ემოციური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას ეხება, უნდა სცადო და ფეხი აუწყო თანამედროვეობას. ჩამოტვირთე liffit app store-დან და play story-დან.
[პარტნიორის კონტენტი]