in

როგორ შეგვიძლია ფიზიკური აქტივობის შენარჩუნება სახლის პირობებში?

ჯანსაღი ცხოვრების წესი – ალბათ არაფერი ისე პოპულარული და ნაცნობი არაა დღეს, როგორც ეს სიტყვები. მისი მნიშვნელობა კი ადამიანის ცხოვრებისთვის განუზომლად დიდია. ჯანსაღი ცხოვრების წესი მოიაზრებს იმ ფიზიკურ თუ გონებრივ აქტივობებს, რომლებიც ადამიანს საკუთარი კეთილდღეობის შექმნაში ეხმარება.

უფრო ზუსტად, ჯანსაღი ცხოვრების წესი მოიცავს ფიზიკურ და ემოციურ კეთილდღეობას, რომლებიც თავის თავში აერთიანებენ:

  • ფიზიკურ დატვირთვას;
  • სწორ კვებას;
  • განტვირთვას;
  • სულიერ კეთილდღეობას;
  • შინაგან სიმშვიდეს;
  • პოზიტიურ აზრებსა და დამოკიდებულებებს და ა.შ

როგორც ვხედავთ, ჯანსაღი ცხოვრების წესის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პუნქტს წარმოადგენს ფიზიკური დატვირთვა/ვარჯიში. სამწუხაროდ, პანდემიურმა რეალობამ და, შედეგად, დღის ძირითათი ნაწილის სახლში გატარებამ ადამიანებისთვის მოძრაობის შესაძლებლობა შეამცირა. მოძრაობას და, ზოგადად, ფიზიკურ აქტივობას კი უდიდესი გავლენა აქვს როგორც ჩვენს ფსიქიკურ, ისე – ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.

უფრო კონკრეტულად კი, ვარჯიში გვეხმარება:

  • ავიცილოთ სხვადასხვა სერიოზული დაავადება თავიდან
  • ვაკონტროლოთ წონა
  • შევინარჩუნოთ სასიამოვნო განწყობა
  • გავზარდოთ ენერგია
  • გავიუმჯობესოთ ძილი და ა.შ

დღის განმავლობაში სულ მცირე 5 წუთიანი მოძრაობაც კი შედეგის მომტანია, ვიდრე სრული უმოძრაობა. როგორც ვახსენეთ, პანდემიამ ძალიან დიდი გავლენა იქონია ბევრი ადამიანის ცხოვრების წესზე, თუმცა, ცხოვრების აქტიური წესის გაგრძელება, რეალურად, სახლშიც შეგვიძლია.

სწორედ ამ შეცვლილმა დღის წესრიგმა საკმაოდ ბევრი და მრავალფეროვანი შესაძლებლობა შექმნა, თუნდაც სპორტდარბაზების გარეშე გაგვეგრძელებინა ვარჯიში სხვადასხვა აპლიკაციის მეშვეობით.

ერთ-ერთ ასეთ საშუალებას წარმოადგენს “ლიფფიტი” – პლატფორმა, რომელიც ვარჯიშის მოყვარულ ადამიანებს მრავალ რჩევასა თუ რეკომენდაციას აძლევს და, გარდა ამისა, ვიდეოების მეშვეობით ვარჯიშების მრავალფეროვან სპექტრს სთავაზობს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლიფფიტი ფიზიკური აქტივობის მიმართულებით ცნობიერების ასამაღლებელ პლატფორმასაც წარმოადგენს, რადგან აქ უამრავ, ვარჯიშთან და სხეულთან დაკავშრებულ ინფორმაციას წააწყდებით.

პლატფორმამ მომხმარებლებს ვარჯიშის სხვადასხვა პროგრამებს სთავაზობს. ერთ-ერთი ასეთია “მოტივაცია”, რომელიც 26 ვიდეოს აერთიანებს ჯამში. მათი ვიდეოების სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ როგორც ლიფფიტის FB გვერდს, ისე Youtube არხს. 

და ბოლოს, ნუ დაგავიწყდებათ, რომ შესაბამისი მონდომებით სრულიად შესაძლებელია, ფიზიკური აქტივობის სახლში შენარჩუნება და ფიზიკურ თუ მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

სესხი შენთვის – თიბისის ახალი პროდუქტი თვითდასაქმებულებისთვის

ზურაბ გუგუშვილი თიბისი ლიზინგის კომერციული დირექტორი გახდა