იცით თუ არა, რომ შენობაში მაღალი ხარისხის ევროპული სტანდარტის ლიფტის არსებობა მის ღირებულებას თითოეულ კვადრატულ მეტრზე საშუალოდ 30-დან 50 დოლარამდე ზრდის? – განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარია ისეთი საერთაშორისო დონის მწარმოებელზე, როგორიც არის KLEEMANN – ევროპული ბრენდი, რომელიც უკვე 40 წელზე მეტია ქმნის ლიფტებს მსოფლიოს წამყვანი არქიტექტურული პროექტებისთვის და დღეს, ტოპ-7 გლობალურ მწარმოებელში შედის.
თანამედროვე მშენებლობაში ლიფტი აღარ განიხილება მხოლოდ გადაადგილების საშუალებად – დღეს, ის შენობის იმიჯის, კომფორტისა და ხარისხის სიმბოლოდ იქცა. ლიფტი ხომ შენობის არტერიაა, რომელსაც საიმედოობის მაღალი მაჩვენებელი უნდა ჰქონდეს და შენობის ერთ-ერთი ჯანსაღი ნაწილი იყოს.
დეველოპერებისთვის, რომლებიც კონკურენტულ ბაზარზე ცდილობენ გამორჩევას, მომხმარებლის მხოლოდ ფასდაკლებებითა და გარე ვიზუალით დაინტერესება საკმარისი აღარ არის. მყიდველები უფრო დაკვირვებულები გახდნენ – მათ აინტერესებთ, რა მასალებია გამოყენებული, რამდენად სანდო და გამართული იქნება ინფრასტრუქტურა და რაც არანაკლებ მთავარია, რა ბრენდის ლიფტი უზრუნველყოფს მათ ყოველდღიურ გადაადგილებას.
ევროპული გამოცდილება აჩვენებს, რომ სწორად შერჩეულ ლიფტს შეუძლია, გაზარდოს არა მხოლოდ მომხმარებლის კომფორტი და უსაფრთხოება, არამედ შენობის საერთო აღქმაც. დღეს ლიფტი, რომელიც ჩუმად გადაადგილდება, დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა და თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, ავტომატურად ზრდის შენობის ფასს, საინვესტიციო ღირებულებასა და საბოლოო გაყიდვის შესაძლებლობას.
KLEEMANN სწორედ ამ სტანდარტებით გამოირჩევა. მისი ლიფტები და ესკალატორები გვხვდება უმსხვილეს ინფრასტრუქტურულ ობიექტებში, საცხოვრებელ კომპლექსებში, სასტუმროებსა და აეროპორტებში.
მისი წარმატება არ არის მხოლოდ ხარისხში – ის მოიცავს იმ სტანდარტების ერთობლიობას, რომლებიც ქმნის საბოლოო გამოცდილებას:
უსაფრთხოების მაღალი დონე – ლიფტები სრულად შეესაბამება EN 81-20 ევროპულ რეგულაციებს;
უხმაურო გადაადგილება – თანამედროვე ამორტიზაციის და ძრავის ტექნოლოგიები უზრუნველყოფს მაქსიმალურად ჩუმ გადაადგილებას;
ინდივიდუალური და გამორჩეული დიზაინი – კაბინები, განსხვავებული და მომხმარებლის ინდივიდუალურ მოთხოვნაზე შექმნილი დიზაინით;
ენერგოეფექტურობა – A კლასის სისტემები, სპეციალური ძრავები და ეკოლოგიური მიდგომები ამცირებს ენერგიის ხარჯვის დონეს და ხდის შენობას ბევრად ეკომეგობრულსა და ენერგოეფექტურს.
შენობისთვის მაღალი ხარისხის ლიფტის შერჩევა აღარ არის მხოლოდ ტექნიკური გადაწყვეტა – ეს არის სტრატეგიული ინვესტიცია, რომელიც მნიშვნელოვნად აძლიერებს მყიდველის აღქმას მთლიანად პროექტზე. ისეთი ბრენდის არჩევა, როგორიც არის KLEEMANN, ნიშნავს არჩევანს ინოვაციაზე, უსაფრთხოებასა და გრძელვადიან ღირებულებაზე. დღეს, მშენებლობის ხარისხი იზომება არა მხოლოდ კედლების სიმყარით, არამედ იმითაც, თუ როგორ გადაადგილდებიან ადამიანები შენობაში. სწორედ აქ თამაშობს ლიფტი გადამწყვეტ როლს – როგორც ფუნქციური, ასევე ემოციური და კომერციული ღირებულების მატარებელი კომპონენტი.
[R]