ძმებმა-ირაკლი და ლაშა ღუღუნიშვილებმა თავიანთი საქმიანობა მოყვარულის დონეზე დაიწყეს, გარკვეული პერიოდი უფასოდ მუშაობდნენ, მაგრამ მას შემდეგ რაც fashion week-ებზე მათი ფოტოები მოიწონეს, შემოთავაზებებიც წამოვიდა და მომსახურებაზე გარკვეული ღირებულება დააწესეს, ჰობი ერთგვარ ბიზნესად გადაექცათ.
„ბევრი ფიქრობს და ამბობს, რომ კარიერა kikalastudio-ში დავიწყეთ, თუმცა ეს ასე არ არის. ჩვენ უბრალოდ კარგი დამოკიდებულება გვაქვს ერთმანეთთან, ისე მათთან არასდროს გვიმუშავია.“
ხუთი წელია რაც ტყუპები ფოტოგრაფიით არიან დაინტერესებულები, თუმცა თავიანთი სტუდია სამი წლის წინ გახსნეს და მას LIG studio დაარქვეს. იღებენ ნებისმიერი სახის ფოტოს: ინტერიერს, ქორწილებს, კლუბებს, ივენთებს, პორტოფოლიოებს სტუდიაში და სტუდიის გარეთ, თბილისში და ქალაქგარეთ..
“ბოლო წელია აქტიურად ვიღებთ საოჯახო ფოტოებს საკმაოდ დაბალ და ხელმისაწვდომ ფასად, ეს მომსახურება დიდი პოპულარობით სარგებლობს, ასევე ძალიან პოპულარულია ჩვენი საქორწინო მომსახურება და უამრავი ახალდაქორწინებული ირჩევს ჩვენს მომსახურებას“.