in

„ანტისმარტფონი“ გამოვიდა — რას არის ეს?

M2

თუ დღეს ძირითადად სმარტფონები ერთმანეთს ახალი ფუნქციებისა და აპლიკაციების დამატებაში ეჯიბრება, Light Phone III სულ სხვა გზით მიდის. ახალი მინიმალისტური სმარტფონით სურთ ის ქაოსი აგვარიდოს თავიდან, რაც ციფრულ სივრცეში ცხოვრებას უკავშირდება. 

მესამე თაობის მოწყობილობა მანამდე არსებულ ეკრანს 3.92-დიუმიანი OLED დისპლეით ანაცვლებს. უმეტესად მონოქრომულია და მხოლოდ მაშინ იცვლის ფერს, როცა ტელეფონის კამერებს იყენებენ, რომლებიც, თავის მხრივ, 8-მეგაპიქსელიანი და 50-მეგაპიქსელიანი სენსორებით გვხვდება. Snapdragon 4 Gen 2 ჩიპით, 6 GB ოპერატიული და 128 GB მეხსიერებით, Light Phone III იდეალური ვარიანტი ხდება. ამასთან, 5G მხარდაჭერაც აქვს, ორ სიმსაც იტევს, USB-C-ით იტენება, NFC და თითის ანაბეჭდზე მომუშავე სენსორი აქვს.

თავისი არსის ერთგულიც დარჩა, ამიტომაც ტელეფონში არც ბრაუზერს შეხვდებით, არც ელ.ფოსტებს და არცერთ სოციალურ მედიას. ამის ნაცვლად, იმას შემოგთავაზებენ, რასაც კომპანია, არსებითად მნიშვნელოვან ხელსაწყოებად მიიჩნევს — დარეკვა, ტექსტური შეტყობინებები, მიმართულებები, მაღვიძარა, მუსიკა, პოდკასტები, კალენდარი და ხმის ჩამწერი. ამიტომაც არის ანტისმარტფონი.

რაც შეეხება კამერას, მომენტების აღსაბეჭდადაა შექმნილი და არც აპირებს სხვებს ხარისხში შეეჯიბროს. ტაქტილურ ხიბლს კი ამ ყველაფერს ღილაკები მატებს. ხოლო ბატარეა 2-3 დღე მუშაობს, ეს, რაღა თქმა უნდა, იმაზეა დამოკიდებული, თუ რა დატვირთვით გამოიყენებთ. 

აქ არც გარემოზე ზრუნვა დავიწყებიათ, ამიტომაც მოკრძალებული სმარტფონის ბატარეაც იცვლება და ნებისმიერი დეტალი შეკეთებას ექვემდებარება. აღნიშნული კი, უნდა ვაღიაროთ, რომ საკმაოდ დეფიციტურია ამ ინდუსტრიაში… 

Light Phone III 799 დოლარი დაგიჯდებათ. 

ახალი თიბისელი – ლევან მამულაშვილი თიბისის გადახდების ლიგის ტექნოლოგიური ლიდერი გახდა

იშოპინგე და მიიღე 2-ჯერ მეტი MR ქულა საქართველოს ბანკის საკრედიტო AmEx ბარათით