11
Feb
2019

მიტოვებულ ადგილებში აღბეჭდილი მზის სხივები [ფოტოკოლაჟი]

11 Feb 2019

მიტოვებული ადგილების გადაღება არაერთი ფოტოხელოვანის შთაგონების წყაროა. მათ შორისაა ბრიტანელი ფოტოგრაფი ჯეიმს კერვინი. მისი გატაცება მოგზაურობა და არქიტექტურის კადრზე ასახვაა. გასული ხუთი წლის განმავლობაში მან ათი გამორჩეული ფოტო შეაგროვა, რომელზეც მიტოვებულ ადგილებში შემოსული მზის სხივები აქვს ასახული.

ბელგიურ ძველებურ საცხოვრებელში შემოჭრილი გაფანტული სხივები. ფოტო 2014 წელსაა გადაღებული. Neutral Density Awards 2017-ზე ინტერიერის კატეგორიაში პირველი ადგილი და ოქროს ვარსკვლავი მოიპოვა.

ფორტეპიანო, რომელსაც დიდი ხანია ფუნქცია დაუკარგავს, მტვერი ედება. მტვერი ოთახში შემოსულ მზის სხივში ჩანს. ფოტომ Chromatic Awards 2017-ზე არქიტექტურის კატეგორიაში საუკეთესოს ტიტული მოიპოვა.

ჩრდილოეთ იტალია. საძინებელში შემოჭრილი მზის სხივები.

მზის სხივებით განათებული იტალიური სასახლის სამლოცველო.

ამ ფოტოს არც ისე სასიამოვნო ისტორია აკავშირებს გერმანიის ნაცისტურ რეჟიმთან. დღეს ის კერძო მესაკუთრის მფლობელობაშია, თუმცა, სამლოცველო 1978 წლიდან მოყოლებული აღარ ფუნქციონირებს.

ფოტო საფრანგეთშია გადაღებული. კადრში მიტოვებული სემინარიაა ასახული. როგორც ხელოვანი ჰყვება, ფოტოს გადაღების შემდეგ, ოთახში ჭერი ჩამოიქცა.

მიტოვებული ფორტეპიანო ცენტრალურ იტალიაში.

ხის სამლოცველო პოლონურ სოფელში. ფოტო გადაღებულია 2016 წელს.

მიტოვებული სასახლის უკანა ოთახი. ფოტო გადაღებულია 2015 წელს.

მიტოვებული ქარხანა დიდ ბრიტანეთში. კადრზე თავად ფოტოგრადია ასახული. დაბურულ შენობაში შემოპარული წვრილი, მაგრამ მკაფიო სხივი ფოტოს მთავარი დეტალია.

განხილვა