in

შესაძლოა, უცხოპლანეტელების მრუდე დისკების დასაფიქსირებლად ლაზერი გამოიყენონ

უცხოპლანეტელების ძიების სურვილში, მეცნიერებმა მსოფლიოში უდიდესი გრავიტაციული ტალღების ობსერვატორიას ახალი გამოყენება მოუძებნეს — საუბარია სივრცე-დროში დარჩენილი ტალღების სკანირებაზე, რომლებიც უცხოპლანეტური ხომალდების მეშვეობით გაჩნდა.

M2
M2

უფრო კონკრეტულად რომ ავხსნათ, გრავიტაციული ტალღები მაშინ ჩნდება, როცა სივრცეში მასის მქონე ობიექტები ჩნდება. ისინი პირველად 2015 წელს აღმოაჩინეს. პლანეტები, ნეიტრონული ვარსკვლავები და შავი ხვრელები კი გრავიტაციულ ტალღებს წარმოქმნის, რაც მეტად თვალსაჩინოა.

ამჟამინდელი მონაცემების მიხედვით, აშშ-ში დაფუძნებულ ლაზერული ინტერფერომეტრის გრავიტაციულ-ტალღურ ობსერვატორიას (LIGO) სივრცე-დროის ტალღების წარმომქმნელი წყაროებისა და მასზე მეტი ინფორმაციის დანახვაც კი შეუძლია. ამისათვის LIGO გრავიტაციულ ტალღებს მცირე სახის დეფორმირებებით აფიქსირებს, რომლებიც სივრცე-დროში გასვლის მომენტში წარმოიქმნება. დეტექტორის მგრძნობელობასა და დიდ შესაძლებლობებზე სწორედ ის მეტყველებს, რომ მას ამდენად მცირე დეფორმაციის დაფიქსირება შეუძლია.

მეტი თვალსაჩინოებისთვის, მეცნიერებმა ყველაზე პატარა ობიექტზე ჩაატარეს გამოთვლები — ობიექტზე, რომელიც დედამიწაზე გრავიტაციულ ტალღებს გამოიმუშავებდა. შედეგად აღმოჩნდა: იმისათვის, რომ LIGO-მ ამოიცნოს, უცხოპლანეტელების ხომალდს დაახლოებით იუპიტერის წონა უნდა ჰქონდეს; ასევე, სინათლის სიჩქარის მეათედი სიჩქარით იმოგზაუროს და დედამიწიდან 326 000 სინათლის წლის დაშორებით იმყოფებოდეს.

რა თქმა უნდა, მკვლევრების წინაშე ახალი საკითხი დადგა: შესაძლებელია თუ არა ასეთი ხომალდების შექმნა? მართალია, ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არ აქვთ, მაგრამ იმედოვნებენ, რომ ხომალდის მასშტაბები უფრო ადეკვატურ მაჩვენებლამდე შემცირდება, რადგან გრავიტაციული ტალღების მეტად მგრძნობიარე დეტექტორებს გამოიყენებენ.

იცხოვრე ისე, როგორც არავის უცხოვრია! – m²-ის ბრენდ პლატფორმის დიდი განახლება

გარემოზე ზრუნვა პიროტექნიკის გარეშე – რჩევები, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ