in

საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მედიაპარტნიორი „თვიჩი“ გახდა

„გვინდა, ჩვენი ლიგა უფრო მეტ ადამიანს გავაცნოთ“.

Sporti
Sporti

საფრანგეთს პროფესიულ საფეხბურთო ლიგას ახალი ოფიციალური პარტნიორი ჰყავს. „ლიგა 1“ და „თვიჩი“ ოფიციალურად იწყებენ თანამშრომლობას და ამიერიდან, საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩების ტრანსლირება ამ პლატფორმაზეც მოხდება.

Twich-ის პლატფორმა, ძირითადად, გეიმინგ სივრცესა და სტრიმინგს ფარავს, თუმცა მათი ახალი სტრატეგიის თანახმად, სპორტის უფრო დიდი რაოდენობით ინტეგრაცია სწორედ მსგავსი თანამშრომლობებით უნდა გაიზარდოს. დღიური 30 მილიონი უნიკალური ვიზიტორის შემდეგ, „თვიჩი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. თავის მხრივ, ანალოგიურ ნაბიჯებს დგამს საფრანგეთის საფეხბურთო ლიგა.

„ჩვენი მიზანია, ციფრული განვითარების ახალ ეტაპებს მივაღწიოთ. „თვიჩი“ ამისთვის ერთ-ერთი გამორჩეული და საუკეთესო ადგილია, აქ უნიკალური შესაძლებლობებია, გვინდა, ჩვენი ლიგა უფრო მეტ ადამიანს გავაცნოთ და ვანახოთ. ასევე, ვაპირებთ ელექტრონული სპორტის ხაზით განვითარებას, „ლიგა 1-ის“ მატჩების გარდა, „თვიჩზე“ Eligue 1-ის კიბერ მატჩების ტრანსლირებაც მოხდება“ – განაცხადა „ლიგა 1-ის“ აღმასრულებელმა დირექტორმა.

დაგეგმილია სპეციალური გადაცემების მომზადება, რომელსაც ცნობილი ფეხბურთელები და ინფლუენსერები, ასევე საფრანგეთში ცნობილი სტრიმერები ეწვევიან, მოხდება მატჩების გარჩევა, ანალიზი, გულშემატკივრების ჩართვა და უამრავი სხვა სახის ინტერაქცია.

„ლიგა 1“ საინტერესო სივრცე და ახალი გამოწვევაა. გვსურს, ამ მიმართულებითაც განვვითარდეთ და სიახლეები დავნერგოთ. ფეხბურთი სპორტის ყველაზე მზარდი და განვითარებული სახეობაა. ჩვენი პლატფორმა მათ ბევრ შესაძლებლობას მისცემს. გვსურს, დასახული მიზნები და ახალი იდეები ერთად მოვიყვანოთ სისრულეში, წინ საინტერესო სიახლეები გველოდება“, – ამბობს „თვიჩის“ სტრატეგიული დირექტორი, ფარჰამ აჰმედი.


„მადლობა სამაგალითო ერთობისთვის, მადლობა თავისუფლებისთვის“ – 9 აპრილისადმი მიძღვნილი ვიდეორგოლი 

რა უნდა გააკეთოს კომპანიამ თანამშრომლის კარეირული პაუზის ნორმალიზებისთვის?