in

„ტოიოტა ცენტრ თეგეტას“ ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს

„ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ აღმასრულებელი დირექტორი ლიკა ბერუაშვილი იქნება. ის უკვე 8 წელია, „თეგეტა მოტორსში“ მუშაობს. წლების განმავლობაში, იყო კომპანიის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მას მეორე მნიშვნელოვანი პოზიციაც ეკავა – ხელმძღვანელობდა „თეგეტა აკადემიას“.

ლიკამ HR-მიმართულებით მუშაობა 2007 წელს დაიწყო და „თეგეტაში“ მოსვლამდე სხვა დიდ კომპანიებში მიიღო გამოცდილება. სწორედ ამ მიმართულებით არსებული გამოცდილების რეალიზებას გეგმავს ბიზნესში და ფიქრობს, რომ გუნდის პოტენციალს, მაქსიმალურად, გამოიყენებს განვითარებისთვის.

ლიკა ბერუაშვილი: „მრავალწლიანი გამოცდილება, რომელიც „თეგეტას“ ადამიანური რესურსების მართვის მხრივ დავაგროვე არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემს კარიერულ განვითარებაში. მით უმეტეს, რომ ეს არის კომპანია, რომელიც დგას ადამიანურ კაპიტალზე. სწორედ ამ გამოცდილების ახალ გუნდში რეალიზება და არსებული პოტენციალის კიდევ უფრო ეფექტურად მართვა იქნება ბიზნესის ახალ საფეხურზე გადაყვანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი.

ჩემი მთავარი ამოცანა გუნდის მუდმივი ზრდა და განვითარებაა, რასაც „თეგეტაში“ აქტიურად ვნერგავთ და ვახორციელებთ. შესაბამისად, ის აქტივობა, რაც ბიზნესს ახასიათებს, იქნება კიდევ უფრო დიდი მოტივატორი წარმატებისთვის.

მიმაჩნია, რომ  ჩემი ბიზნეს პროცესებში გადანაცვლება ასახავს იმ ხედვას და დამოკიდებულებას, რაც „თეგეტაში“ კარიერული ზრდის და მრავალფეროვანი შესაძლებლობების არსებობის კუთხით დავნერგეთ“. 

 

[R]

ალგორითმი აფასებს, როდის არის მოსალოდნელი ალცჰაიმერის სიმპტომების გამოვლენა

ანაზღაურების მომატების გარდა, კიდევ რა გზით შეგვიძლია თანამშრომლებისთვის ბედნიერი გარემოს შექმნა?