ცნობილი ტელეწამყვანი ლიკა ევგენიძე NEXT-ის ბრენდამბასადორი გახდა. NEXT ქართული კომპანიაა, რომელმაც დაარსების დღიდანვე დაიწყო საერთაშორისო ბრენდის შექმნაზე ზრუნვა და არაერთი პრესტიჟული გლობალური ჯილდოც მოიპოვა. კომპანია უკვე 3 კონტინენტზე, 4 ქვეყანაში ქმნის წარმატებულ პროექტებს და თანამშრომლობს ისეთ ცნობილ
საერთაშორისო სახელებთან, როგორებიცაა ვინდემი და რედისონი.
„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი პარტნიორობა, სადაც მთავარი ღირებულებებია სანდოობა, პროფესიონალიზმი, ინოვაცია და ჯანსაღი ამბიცია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ნექსთის გუნდთან თანამშრომლობა. გლობალური ხედვა, ინოვაციური მიდგომა ამ კომპანიას გამოარჩევს ქართულ და საერთაშორისო ბაზარზე. რაც მთავარია, NEXT-ს ძალიან მოტივირებული, შეკრული გუნდი ჰყავს და მათთან თანამშრომლობა საუკეთესო გამოცდილებაა ჩემთვის”, – გვიზიარებს ლიკა.
პარტნიორებზე მუდმივი ზრუნვა NEXT-ის წამყვანი ღირებულებაა. კომპანიისა და მომხმარებლის ურთიერთობა არ სრულდება უძრავი ქონების შესყიდვით, ნექსთი მხარს უჭერს ინვესტორებს ინვესტირების ყველა ეტაპზე, ეხმარება ქონების მენეჯმენტსა და ტექნიკური დეტალების მოგავრებაში.
ლიკა ევგენიძემ და NEXT-მა პარტნიორობა სარეკლამო რგოლით დააანონსეს, რომელიც კომპანიის ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ პროექტში, Wyndham Residences-შია გადაღებული.
[R]












