in

ლიკა კაპანაძე – #პირველისამსახური

ჩემი პირველი სამსახური იყო ყოველდღიური გაზეთი “რეზონანსი”. 17 წლის ვიყავი ახლობელმა რომ მიმიყვანა სტაჟიორად, პარალელურად პროგრამირებაზე ვსწავლობდი, თან ჟურნალისტიკით ვიყავი გატაცებული. “რეზონანსში” კულტურის განყოფილებაში აღმოვჩნდი, ნინო დანელიასთან. გაზეთში 2-3 წელი ვიმუშავე, ვწერდი ხელოვნებაზე, დავდიოდი გამოფენებზე, ვაკეთებდი რეპორტაჟებს, გავიცანი უამრავი ადამიანი, როგორც ხელოვნების, ისე ჟურნალისტიკის მიმართულებით. მაშინ რეზონანსი იყო წამყვანი გაზეთი საქართველოში, ბევრი ცნობილი ჟურნალისტი მუშაობდა.

ამ სამსახურმა მომცა ბიძგი, ამერჩია პროფესია, რომლითაც ახლა ვარ დაკავებული – საზოგადოებასთან ურთიერთობა. პროფესიული კავშირებიც, რაც პირველ სამსახურში დავაგროვე, ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩემს შემდგომ კარიერულ განვითარებაში. მახსოვს, ერთხელ მომცეს მასალა, რაზეც ძალიან რთული იყო ინფორმაციის მოძიება, ძალიან ვინერვიულე, მაგრამ გამოვიდა – საკმაოდ კარგი ინტერვიუები მოვამზადე. მაშინ მივხვდი, რომ არ არსებობს პრობლემა, რომელსაც ვერ გადაწვეტ, უბრალოდ, მაქსიმუმი გააკეთო და ნაადრევად არ დანებდე. ლიკა კაპანაძე – საქართველოს ბანკის ბრენდის განვითარების დეპარტამენტის, შიდა ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი.

#თაობა: MC Cutkill – 10 წლის წინ ვერ წარმოვიდგენდი ქართული ჰიპ-ჰოპის ამგვარ განვითარებას

#გვეამაყები – თიბისი ბიზნესის ახალი კამპანია