როგორი იქნებოდა, ავტომობილების ცნობილ ბრენდებს ლოგოს ქართული ადაპტაცია რომ ჰქონოდათ? ამ კითხვას ლიკა Wallace კედელაშვილმა გასცა პასუხი. ავტოსალონებზე ბრენდების ქართულ დასახელებებს შეუსაბამო შრიფტით რომ ნახულობდა, მათი ქართული შესატყვისი სიმბოლიკის შექმნა მოუნდა.
„ამ პროექტის იდეა რამდენიმე წლის წინ მომივიდა თავში აზრად, როცა უკვე მერამდენედ ვუყურებდი მანქანების ავტოსალონებზე ქართული შეუსაბამო შრიფტით მიწერილ მათ სახელს. იშვიათია, თავისუფალი დრო რომ ინსპირაციასა და განწყობას დაემთხვეს, შესაბამისად, კეთების პროცესში ზოგიერთი ბრენდის შესატყვისი ლოგო გამოჩნდა კიდეც ფასადებზე, ამიტომ მათ აღარ გიზიარებთ.“
ნახეთ და შეაფასეთ ლიკას ნამუშევარი.