“სასწრაფოდ ნახეთ ყველამ! სენსაციური აღმოჩენა თბილისის მახლობლად!” – ამ ტექსტით ვიდეორგოლი სოციალურ ქსელში 7 დეკემბრის დღის პირველ ნახევარში გამოჩნდა. “ლიკანის” ეს ახალი რეკლამა 12 საათში 150 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ნახა. 12 საათში რეკლამა ქართული ციფრული მარკეტინგის “საუკეთესო” და ყველაზე წარმატებული ქეისად იქცა. მარკეტერი ვიდეოს შემქმნელებს ესაუბრა
პროდუქტის ბრენდ მენეჯერი ნატა წერეთელი ამბობს, რომ რეკლამა სპეციალურად სოციალური მედიის მომხმარებლისთვის შეიქმნა და ტელევიზიით არ გავა. მიზანი კრეატიული ფორმით ბრენდის იმიჯზე ზრუნვა იყო.
“ეს იდეა ჩვენ, “ლიკანის” მარკეტინგულმა ჯგუფმა და კომპანია “Better Fly” -მ ერთად განვახორციელეთ. გვსურდა ახლებური ხედვით წარგვედგინა პროდუქტი. შემდეგ Better Fly -ს წარმომადგენლებმა შემოგვთავაზეს ასეთი სახის რეკლამის იდეა. . სცენარსა და ყველა სხვა დეტალზე ერთად ვიმუშავეთ. თვითონ ვიდეორგოლი რეჟისორმა დაჩი მებურიშვილმა გადაიღო. საქართველოში, სარეკლამო სივრცეში ახალი სიტყვაა. დიდი გამოხმაურება მოჰყვა ინტერნეტ მომხმარებლებისგან” – ამბობს ნატა წერეთელი.
მზგავსი ტექნოლოგიით დამზადებული ვიდეორგოლები უცხოურ სარეკლამო ბაზარზე უკვე არსებობს. იხილეთ მარკეტერის პოსტი “მონადირე და დათვი” http://bit.ly/RIfffO
“ლიკანის” ბრენდ მენეჯერი ამბობს, რომ უკვე ნაცადი ტექნოლოგია გამოიყენეს. თუმცა, ქართულ ბაზარზე ასეთი რეკლამა პირველად მათმა ბრენდმა გააკეთა და თანაც, “ლიკანის” შემთხვევაში აბსოლუტურად განსხვავებული მიზანი და კრეატივი ჩაიდო.
სოციალური ქსელების მომხმარებლებმა და უბრალოდ, მათ ვინც რეკლამა უკვე ნახეს ინტერნეტ სივრცეში, აღნიშნეს, რომ ვიდეორგოლი მართლაც კრეატიულია. მოიწონეს სცენარი და იდეაც.
მომხმარებელთან ერთად მნიშვნელოვანია სპეციალისტების შეფასებაც.
“ჯეპრას” კონსულტანტი ხვიჩა ჯღუთაშვილი ამბობს : “ზოგადად იდეა და კონცეფცია კარგია. ეს ვირუსული კამპანიაა. მსოფლიოში გამოცდილი და ეფექტური მეთოდი . სამწუხაროდ, ქართულ სარეკლამო ბაზარზე არ ვართ განებივრებული კრეატიული მიდგომებით. ეს ბიძგი იქნება სხვა კომპანიებისთვის, მეტი ფული ჩადონ კრეატივში. სპეციალისტებისთვის ეს იქნება “ქეისი”, მიუხედავად იმისა,რომ არსებობს მსგავსი ტექნოლოგიით გადაღებული ვიდეო რგოლები, ლიკანის რეკლამა მაინც დადებითია, რადგან აპრობირებული და გამართლებული მეთოდია . პროფესიული კუთხით თუ მივუდგებით, შესაძლოა, ზოგიერთ დეტალში არ ვეთანხმებოდე: მაგალითად, გამოვიყენებდი ცნობად სახეს. ჩემი აზრით, ასე მარტივად აღსაქმელი არ უნდა ყოფილიყო , რომ ეს “ფლეშია”. შესაძლოა, უკეთესი ყოფილიყო სხვა დიზაინი, რამდენადაც ამის საშუალებას “YouTube” -ის დიზაინი იძლევა და ა. შ. “ლიკანის” შემთხვევა ამ მხრივ სამაგალითო იქნება,დროა შეიცვალოს ძველი მიდგომა, როდესაც რეკლამაში მხოლოდ მოგვითხორბდნენ პროდუქტის შესახებ, მეტი კრეატივი! ასეთი წარმატებული მაგალითებით უფრო გამარტივდება ხელმძღვანელობის დარწმუნება, რომ კრეატივში ჩადებული ფული უქმად არ იკარგება”.