in

რომანოვების სასახლისა და ლიკანის კომპლექსის რეაბილიტაცია 3 წელიწადში დასრულდება

რომანოვების სასახლისა და ლიკანის ისტორიული კომპლექსის რესტავრაცია – რეაბილიტაცია, დაახლოებით, 3 წელიწადში დასრულდება. პროექტი უკვე მზადაა. კონცეფცია „საპარტნიორო ფონდმა“, „ლიკანის რეზიდენციამ“, „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ“ და დარგის სპეციალისტებმა შეიმუშავეს და მედიის წარმომადგენლებს წარუდგინეს.

 

[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=HKRPTDc4a_g[/embedyt]

 

საპარტნიორო ფონდში ამბობენ, რომ, უახლოეს მომავალში, ტენდერი რეაბილიტაცია – რესტავრაციაზე, მკაცრი მოთხოვნებითა და პირობებით გამოცხადდება. გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ კი დაიწყება რომანოვების სასახლისა და ლიკანის კომპლექსის აღდგენა-განახლების სამუშაოები.

„XIX საუკუნის ბოლოს აგებული ნიკოლოზ რომანოვის სასახლე, ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია და ორანჟერეა, ავთენტურობის დაცვით აღდგება. სასახლეში მოეწყობა მუზეუმი, კომპლექსის ტერიტორიაზე – სასტუმრო, საკონფერენციო დარბაზი, ვიზიტორთა ცენტრი, ადმინისტრაციული შენობა და საფეხმავლო ხიდი. დაგეგმილია  ისტორიული პარკის კეთილმოწყობა. ასევე, განხორციელდება დენდროლოგიური გეგმა და პირველად, არსებობის განმავლობაში, ლიკანის ისტორიული კომპლექსი საქართველოს ტურისტული ინფრასტრუქტურის შემადგენელი ნაწილი გახდება“.

საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა, შარშანდელთან შედარებით, გაიზარდა

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, რომელმაც ვაჭრობა ბევრად მარტივი გახადა – Amazon.com-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის ბიზნეს-ისტორია