13
May
2019

„ლიკანი“ ახალ, ალუმინის ქილებში უკვე იყიდება

13 May 2019

IDS ბორჯომი საქართველოს“ წარმოებულ მინერალურ წყალს „ლიკანი“ ახალი შეფუთვა  – ალუმინის 0.33 ლიტრიანი ქილა დაემატა. როგორც თავად ამბობენ, ქილის დიზაინი,  დინამიურ ტალღას გამოხატავს, რომელიც წყლის, მთისა და მუსიკის რიტმს აერთიანებს. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ეს თანამედროვე ვიზუალი, „ლიკანის“ უნიკალური მინერალების ფუნქციონალურ ნაწილს მინიმალისტურად უსვამს ხაზს და ბრენდის იდეებს პასუხობს.

 

„მინერალური წყალი „ლიკანი“ განსაკუთრებული სიყვარულით და ლოიალურობით სარგებლობს მომხმარებლებში, ის არის დინამიური და ახალგაზრდული. სწორედ ამიტომ, კიდევ უფრო თანამედროვე შეფუთვა ალუმინის ქილა შევთავაზეთ მომხმარებელს და შევმატეთ ჩვენს პორტფელს.  „ლიკანი“ გვავსებს სასიცოცხლო ენერგიით, „ლიკანთან“ ერთად სიცოცხლე ჩქეფს!“ – ამბობს „ლიკანის“ ბრენდ მენეჯერი ტატა ქათამაძე.

ახალი ქილის დიზაინზე კომპანია „IDS ბორჯომი თბილისის“ დიზაინერმა, ანი ჭოღოშვილმა იმუშავა.

„მიმაჩნია რომ „ლიკანის“ რებრენდინგმა გაამართლა. შედეგად მივიღეთ თანამედროვე შეფუთვა, რომელიც  არღვევს სტანდარტული ეტიკეტის ფორმებს. ალუმინის ქილაზე მუშაობის დროს, რა თქმა უნდა, ეტიკეტის მთავარი ხაზი შევინარჩუნეთ, თუმცა ნათელ და თანამედროვე ფერებზე გავაკეთეთ აქცენტი. იმედი მაქვს, სიახლე მომხმარებლებში დიდ მოწონებას დაიმსახურებს“ – ამბობს ანი ჭოღოშვილი.

„ლიკანი“ ალუმინის ქილით ბორჯომის N1 ქარხანაში იწარმოება და ბაზარზე ოთხი სხვადახვა შეფუთვით არის წარმოდგენილი: 0.33 ლ. ALU; 0,6ლ PET; 1ლ PET და 1,5 PET

 

განხილვა