in

„შემართება გემართება“ – „ლიკანი“ ახალ სარეკლამო კამპანიას იწყებს

„ბუნებიდან დიდი ძალა, ბოთლებში ჩაიცალა“ და ქართულ სარეკლამო სივრცეში ფერადი და პოზიტიური სარეკლამო რგოლი გაჩნდა. მინერალური წყალი „ლიკანი“, ახალი ვიდეო რგოლით ხელუხლებელი ბუნების წიაღიდან, პირდაპირ ქალაქის შუაგულში, ყოველდღიურ ცხოვრებაში, იჭრება და თავის დიდ ენერგიას აფრქვევს.

„შემართება გემართება“ ეს ბრენდის მთავარი გზავნილია. კომპანიაში ამბობენ, რომ „ლიკანი“ ადამიანებს შემართებით მუხტავს და უშრეტი ბუნებრივი ენერგიით ავსებს. 

„სულ მაქვს განცდა, რომ „ლიკანი“ ჩვენთან ერთად იზრდება და ვითარდება, რადგან ეს არის აწმყოში დაბადებული ბრენდი.    

ახალი კომუნიკაციის მიზანია, გაჩვენოთ, მისი ყველაზე ძლიერი მხარე და თვალნათლივ   დაგანახოთ ამ უნიკალური მინერალური წყლის დიდი ენერგია, რომელიც თქვენც გადმოგედებათ. ახალი ენერგია და შემართება კი ყველაფერს შეგაძლებინებთ. ძალიან დიდი სურვილი გვქონდა, ხალისიანი და ნათელი სარეკლამო რგოლი შეგვექმნა, დღევანდელ რეალობას, სიხარულის ტალღებით რომ მოედებოდა და გამოაცოცხლებდა.

ზოგადად, „ლიკანის“ სარეკლამო რგოლებით, ყოველთვის ვცდილობთ, ადამიანებში სიცოცხლის სიყვარული დავთესოთ და წვრილმანი სიხარულის გაზიარებაც კი დღესასწაულად ვაქციოთ. ვფიქრობ, ეს ამჯერადაც წარმატებით შევძელით “, – ამბობს ტატა ქათამაძე, ლიკანის, ბრენდ მენეჯერი. 

„ლიკანის“ ახალ სარეკლამო რგოლზე კრეატიულმა სარეკლამო სააგენტო „ლივინგსტონმა“ იმუშავა. განსაკუთრებულ განწყობას, მასში, მუსიკა ქმნის – პირველ ნაწილში გაცოცხლებულია ანსამბლ „რეროს“ ცნობილი ჰიტი – „ო, რერო, რერო“, რომლის გათანამედროვებული ვერსია თავად სააგენტომ შექმნა. ვიდეორგოლის გადაღებები ქალაქ რუსთავში მიმდინარეობდა.

„ჩვენი გუნდის საყვარელი სასმელია „ლიკანი“. ამიტომაც, ამ პროექტში თავიდანვე სიხარულით ჩავერთეთ. „ლივინგსტონი“ ყოველთვის ცდილობს, რომ ბრენდის გზავნილი, ამ შემთხვევაში – „ლიკანი ბუნებრივი ენერგიით აგავსებს“, მაყურებლამდე არა ჩვეულებრივად, არა „რეკლამურად“ მიიტანოს, იმიტომ რომ, სტანდარტული რეკლამური კომუნიკაციისადმი ტვინს უკვე აღარ აქვს მიმღებლობა. საჭიროა ისეთი „ქონთენთის“ შექმნა, რომელიც რაციონალურ ტვინამდე გულის გავლით შეაღწევს, მაყურებელს შთააგონებს და ემოციურად დამუხტავს.

ასე გაჩნდა, ძველი ქართული ჰიტის თანამედროვედ „გადამღერების“ იდეა და ძიება-ძიებაში მივადექით „ო, რერო რეროს“. ამ კომპოზიციის საშუალებით, მაყურებლამდე ორი კონტრასტული ემოციის სინთეზი მივიტანეთ. განწყობაში გავაერთიანეთ  „ლიკანის“ ნამდვილი ქართული ნოსტალგია და ასევე თანამედროვე, ენერგიული, სიცოცხლით მჩქეფარე „ლიკანის“ ახალგაზრდული ხასიათი. კამპანიის სლოგანად კი უნიკალური, ადვილად აკვიატებადი და დასამახსოვრებელი ფრაზა – „შემართება გემართება“ ავირჩიეთ. მშვენივრად ჟღერს, არა?“, – ამბობს ლევან ლეფსვერიძე, „ლივინგსტონის“ თანადამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი. 

ბრენდი „ლიკანი“, მუდმივად გამოირჩევა ახალგაზრდული და თანამედროვე კომუნიკაციით, რაც მიზნად ისახავს, ადამიანების განწყობის ამაღლებას და მოტივაციის გაზრდას, უფრო მეტი შემართებით და ბუნებრივი ენერგიით – უფრო წარმატებული ცხოვრებისკენ.

 

[პარტნიორის კონტენტი]

რომელია მსოფლიოში უძველესი ცნობილი არქეოლოგიური ძეგლი?

ნატო მეტონიძე Situationist-ის ერთ-ერთი სახე გახდა