in ,

მუსიკასთან ახლოს – ლიკანი ცოცხალი მუსიკის და თაობის მხარდასაჭერად!


90-იანი წლებიდან, საქართველოში, ალტერნატიული მუსიკისთვის არცთუ ისე სახარბიელო მდგომარეობა არსებობდა, თუმცა სწორედ ამ პერიოდში დაიწყო ყველაზე საინტერესო მუსიკალური ნარატივების წარმოჩენაც. მაშინ, როდესაც ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი „შავი“ გაგებით არსებობდა, ნახევარს კი ეთნონაციონალისტური პათოსი ასაზრდოებდა, თბილისში (და არამარტო) არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც სულ სხვა მიმართულებით ვითარდებოდნენ.

oqros bibiloამისდა მიუხედავად, არსებულ მუსიკალურ ტრენდს ყოველთვის სჭირდება პლატფორმა, რომლის საშუალებითაც იგი გასცდება არსებულ დაინტერესებულ ადამიანთა წრეს. მსგავსი პლატფორმა 90-იან წლებში, მიუხედავად უკიდურესი გაჭირვებისა და ტექნიკური რესურსის არ ქონისა, მაინც არსებობდა და იგი თავად მუსიკოსებმა შექმნეს: ლადო ბურდულის გადაცემა „ოქროს ბიბილო“, ირაკლი ჩარკვიანი და „შოუბიზ დაიჯესტი“, სერგი გვარჯალაძის „კომუნიკატორი“.

სიტუაცია 2000-იან წლებში ბევრად შეიცვალა, ინტერნეტრესურსების გაძლიერების პარალელურად, ახალი თაობის მუსიკოსებმაც თვითრეალიზაცია სწორედ ამ მიმართულებით დაიწყეს. პლატფორმები, რომლებიც 2000-იანების პირველ და შუა პერიოდში არსებობდა, ფორუმები და პროტო სოციალური ქსელები, მელომანთა და მუსიკოსების ვირტუალური თავშეყრის ადგილად იქცა. ინტერაქციის საშუალებამ ორივე მხარეს სარგებელი მოუტანა. თუმცა წრე მაინც ჩაკეტილი დარჩა. ამან კი ერთგვარი ილუზია შეუქმნა მუსიკოსებს და ისინი არსებული სიტუაციით კმაყოფილები დატოვა – განვითარების საშუალება და მოტივაცია შემცირდა. პროცესმა რამდენიმე წელი გასტანა, სანამ ახალი, სწრაფად მზარდი სოციალური ქსელების ეპოქა არ დადგა – სიტუაცია, როდესაც მუსიკოსი/არტისტი თავად არის პასუხისმგებელი საკუთარ წარმატებაზე, სადაც თავად ხდება მენეჯერიც, საზოგადოებასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი და ინსტრუმენტალისტიც. თუმცა ქართულ რეალობაში მდგომარეობა მაინც ვერ გამარტივდა. ამიტომაც, ისევ გარედან ჩარევა გახდა საჭირო.

მინერალური წყალი „ლიკანის” პროექტი „მუსიკასთან ახლოს“ ქათული ბიზნესის მხრიდან გადადგმული ერთ-ერთი პირველი ნაბიჯია, რომელიც თანამედროვე, ახალი თაობის მუსიკალურ არტისტებზე არის ორიენტირებული , რაც საბოლოო ჯამში, ბრენდის მხრიდან გამოვლენილ სოციალურ აქტივობასაც წარმოადგენს, საკუთარი რესურსებით ეცადოს, მათი უფრო ფართო აუდიტორიისთვის წარდგენას. ვინაიდან, სატელევიზიო სივრცე მსგავსი მუსიკისთვის ჯერჯერობით ისევ დახურულია, მოქმედების სივრცედ ისევ ინტერნეტკომუნა აირჩა.
ამ ეტაპისთვის, არტისტების შერჩევა Sofar Sounds Tbilisi-ს ფარგლებში მიმდინარეობს. Sofar, რომელიც გლობალურად რიჩარდ ბრენსონის, შედარებით, ახალ სტარტაპს წარმოადგენს, 2017 წლის მონაცემებით, მსოფლიოს 200 ზე მეტ ქალაქში უზრუნველყოფს სპეციფიკურ მუსიკალურ ღონისძიებათა მენეჯმენტს. „ლიკანი“, რომელიც ქართული წარმომადგენლობის სპონსორი.

 

ცოცხალ, აკუსტიკურ მუსიკას, ბოლო ბერიოდში, არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბით ექმნება პრობლემები. ტექნოლოგიურმა განვითარებამ ახალგაზრდების ინტერესი ელექტრონული მუსიკის მიმართ, ბევრად გაზარდა და ეს იმ დროს, როდესაც ეს განხრა ბევრად ნაკლებად მოითხოვს მუსიკალური ნიუანსების ცოდნას/ტექნიკას.. შესაბამისად, შემცირდა რეალური სივრცეებიც, სადაც მუსიკას ცოცხლად მოუსმენ. ვინც კი, რამდენიმე წლის წინ, მსგავს მუსიკაში ხედავდა საკუთარ თავს, ტრენდებთან ერთად, მიმართულებაც იცვალა.

პროექტის ფარგლებში, „ლიკანის“ ფეისბუკ გვერდზე ყოველ ორშაბათს ნახავთ ვიდეორგოლებს კონკრეტულ ჯგუფზე/არტისტზე. „მუსიკასთან ახლოს“ მთავარი რეჟისორის, თემო ეზუგბაიას თქმით, მისი პროექტში ჩართულობის მთავარი მოტივაცია, ამ ეტაპზე, მისივე მუსიკალური ვიდეოკონტენტით გატაცება გახდა, რის გამოც შემოთავაზებას სიამოვნებით დათანხმდა.

მარკეტერი პროექტზე ლიკანის ბრენდ მენეჯერს – ტატა ქათამაძეს ესაუბრა:

M: რას წარმოადგენს ლიკანის ახალი კამპანია – მუსიკასთან ახლოს?

tata katamadzeლიკანი არის წყალი, ნატურალური, მინერალური, ბუნების ცოცხალი ქმნილება. ბრენდისთვის ორგანულია, იყოს ახლოს ისეთ სფეროსთან, რომელიც ცოცხალია და ასევე, საზრდოა ადამიანისთვის. სწორედ ამიტომ, ვართ „მუსიკასთან ახლოს“ .
არც კი ვიცი, დავარქვა, თუ არა ლიკანის ამ ინიციატივას მარკეტინგული კამპანია – „მუსიკასთან ახლოს“ გამორჩეულად შემოქმედებითი პროცესია, რომელიც მუსიკასა და ვიდეოარტს აერთიანებს. ყველა ეპიზოდი ინდივიდუალურად გვიყვება „Sofar Sounds Tbilisi“ – ის შემსრულებელსა და მის სიახლოვეზე მუსიკასთან.
იმხელა სიყვარულით ვეკიდებით ყოველი ჩვენგანი სამუშაო პროცესს: კომპანია, გადამღები ჯგუფი, სოფარის ორგანიზატორები თუ თვითონ არტისტები, რომ ეს პროექტი ყველასია, საერთო საქმეა, საინტერესო და სიცოცხლით სავსე.

M: არის, თუ არა ეს კამპანია კონცენტრირებული მხოლოდ ალტერნატიულ მუსიკაზე და ახალ თაობაზე, თუ ამ მხრივ, შეზღუდვები არ გაქვთ?

მუსიკა თვითონ არის მეტისმეტად შეუზღუდავი, რომელ ასაკსა და რა ჟანრში გამოავლენს მოულოდნელად თავს არავინ იცის; ჩვენ, უბრალოდ, ორიენტირებული ვართ ახალ, ცოცხალ მუსიკაზე, რომელიც აწმყოში კეთდება, სხვა კრიტერიუმები არ გვაქვს.

M: როგორ ფიქრობ, ზოგადად, ბიზნეს ინდუსტრიის მხრიდან, არის, თუ არა საჭირო დახმარება თანამედროვე ქართული კულტურისა და იმ ადამიანებისა, ვინც ამ ყველაფერს ქმნიან?

ყველა უნდა ვცდილობდეთ, საკუთარი შესაძლებლობები არ დავინანოთ სხვისი წარმატებისთვის და ამ გზით, უფრო მეტი წარმატება მოდის; თქვენ რომ ამ სტატიას წერთ, ესეც ხომ საერთო საქმის ნაწილია, მსგავსი მხარდაჭერის ჯაჭვის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი სფეროს განვითარებისთვის.

M: დარჩება „მუსიკასთან ახლოს“ მხოლოდ ონლაინპროექტად, თუ რეალურად, სხვა გაგრძელებაც შეიძლება, მალე მოძებნოს?

ვაპირებთ, გავიცნოთ და გაგაცნოთ უფრო მეტი არტისტი, რომლებიც წერენ დღეს საქართველოში თანამედროვე მუსიკის ისტორიას; ვფიქრობ, გავიზრდებით ერთად და კიდევ უფრო შევიყვარებთ ქართულ, ცოცხალ მუსიკას – სწორედ ეს არის ლიკანის პროექტის „მუსიკასთან ახლოს“ არსებობის მიზეზი; ონლაინსივრცე – ვირტუალური თავშეყრისა და იდეების გაზიარების საუკეთესო ადგილია, შემსრულებლების მოსმენა კი უკვე „Sofar Sounds Tbilis“-ის ლაივებზეა შესაძლებელი.
რაც უფრო მეტად ვეცნობით თანამედროვე, ქართველი მუსიკოსების ამდენ საინტერესო ნამუშევარს, რომელსაც მართლა უმეტესობა ენთუზიაზმის დიადი ძალით უმკლავდება, ამ სფეროში, კიდევ მეტი აღმოჩენების გაკეთების სურვილი გვემატება. მთავარია, რომ მუსიკა ცოცხალია და ჩვენ გავყვებით მის რიტმს.

https://www.facebook.com/likani/videos/1298380140238559/


სიყვარულის თბილი ისტორია და ურთიერთობის არაჩვეულებრივი საშუალება – Monoprix-ის ქსელისგან

ლევან კეცხოველი – #პირველისამსახური