26
Jun
2018

„ლიკანი“ ახალი შეფუთვით უკვე ხელმისაწვდომია! „ეს არის ტალღა, როგორც წყლის, მთისა და მუსიკალური რიტმის სიმბოლო“

26 Jun 2018

კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“ მიერ წარმოებული მინერალური წყლის ბრენდს „ლიკანი“ ახალი ვიზუალური იდენტობა აქვს. თუ ძველი შეფუთვა წყლის წარმომავლობას უსვამდა ხაზს, ახალი გვიჩვენებს დინამიურ, ახალგაზრდულ ტალღას, რომელიც ბრენდის საკომუნიკაციო სტრატეგიას ერგება. „ლიკანის“ ახალ შეფუთვაზე გიორგი პოპიაშვილმა (არტ დირექტორი), აკაკი რაზმაძემ (ტიპოგრაფიის ავტორი) და ნათია ზედელაშვილმა (გრაფიკული დიზაინერი) იმუშავეს და ის უკვე ხელმისაწვდომია სხვადასხვა მაღაზიაში.

ეს იყო ერთგვარი არტისტული კოლაბორაცია,ზუსტად ამიტომ იყო ძალიან საინტერესო ამ პროექტზე მუშაობა. ჩემი მოვალეობა იყო ერთ მთლიან ჰარმონიაში მომექცია ტიპოგრაფიის და კონცეფციის ავტორის ნამუშევრები, რაც იყო ერთის მხრივ, გამოწვევა და ამავე დროს, ზუსტად პასუხობდა „ლიკანის“, როგორც ბრენდის ფილოსოფიას“, – ნათია ზედელაშვილი, გრაფიკული დიზაინერი.

წარწერის დიზაინის შექმნის პროცესში გავითვალისწინეთ ეტიკეტის ვიზუალი და ბრენდის ახალი სახე, რომელიც მეტად მსუბუქი და ცოცხალია. შედეგად მივიღეთ გამოსახულება, რომელიც უფრო თანამედროვე და აღსაქმელად მარტივი გახდა“,- აკაკი რაზმაძე, ტიპოგრაფიის ავტორი.

„ჩვენი მიზანი არ იყო, უბრალოდ, უფრო კარგი ეტიკეტის შექმნა „ლიკანისთვის“, ჩვენ გვინდოდა, გვეთქვა ახალი სიტყვა ახალი დიზაინით და ჩანაფიქრით, რომელიც კარგად გამოხატავდა ბრენდის სათქმელს. ვფიქრობთ, განახლებული შეფუთვა პასუხობს ბრენდის იდეებს, არის დინამიური და ახალგაზრდული. მთავარი ვიზუალი არის ტალღა, როგორც წყლის, მთისა და მუსიკალური რიტმის სიმბოლო. არღვევს სტანდარტული ეტიკეტის ფორმას და მინიმალისტური გზით თანამედროვე სურათს ქმნის. ეს ერთიანობა, საკმაოდ ენერგიულ ვიზუალს ბადებს, რაც „ლიკანის“ უნიკალური მინერალების ფუნქციონალურ ნაწილსაც უსვამს  ხაზს. ვიმედოვნებთ, რომ ახალი შეფუთვა მოეწონება „ლიკანის“ მომხმარებელს და ექნება ისეთივე დადებითი გამოხმაურება საზოგადოებაში, როგორც თავდაპირველად „ლიკანის“ გამოსვლით დავიმსახურეთ. „ლიკანთან“ ერთად „სიცოცხლე ჩქეფს“, – განაცხადა „ლიკანის“ ბრენდ მენეჯერმა, ტატა ქათამაძემ.

მინერალური წყალი „ლიკანი“ ბაზარზე 2007 წლიდან არსებობს და ბორჯომის N1 ქარხანაში ისხმევა. მისი განახლებული ბოთლის პრეზენტაცია კი Tbilisi Open Air-ს დაემთხვა, რომელზეც წარმოდგენილი იყო „ლიკანის“ სცენა. „ლიკანის“ ბრენდ მენეჯერი – ტატა ქათამაძე გვესაუბრა ბრენდის საკომუნიკაციო გეგმების შესახებ:

Open Air-სცენა
როგორც უკვე ვთქვით, ეტიკეტის მთავარი სიმბოლო – ტალღა აერთიანებს წყალს, მთებს და მუსიკალურ რიტმს. სწორედ ამიტომ, ფესტივალის ვიზიტორებს  ლისი Wonderland-ის ხეივანში, ძალიან ლამაზი და თანამედროვე სცენა დავახვედრეთ. არ გვქონია არანაირი შეზღუდვა, არც ჟანრში და არც ასაკობრივ კატეგორიაში. ორიენტირებულები ვართ ცოცხალ მუსიკაზე რომელიც აწმყოში კეთდება, თუმცა, მუსიკოსების არჩევისას პრიორიტეტი ქართველ შემსრულებლებს ენიჭება, რადგან მიგვაჩნია, რომ მათი პოპულარიზაცია მნიშვნელოვანია. 

სამომავლოდ კი.. 
„მუსიკასთან ახლოს“ – ასე ჰქვია ძალიან საინტერესო პროექტს, რომლის ფარგლებშიც „ლიკანი“ მსმენელს და ერთგულ მომხმარებელს გაგაცნობთ აქამდე უცნობ, თუმცა, ძალიან ნიჭიერ და საინტერესო შემსრულებლებს, რომლებიც წერენ დღეს საქართველოში თანამედროვე მუსიკის ისტორიას. Tbilisi Open Air-ის დასრულების შემდეგ,  „ლიკანის“ სცენა ლისის ტბაზე გადაინაცვლებს, სადაც მთელი ზაფხულის განმავლობაში, არაერთი საინტერესო საღამო და LIVE გელოდებათ. საყვარელ და ცნობილ შემსრულებლებთან ერთად, მოწვეული იქნებიან ახლად აღმოჩენილი მუსიკოსები. ჩვენი სურვილია ლიკანის სცენა გახდეს ასპარეზი ახალი თაობისთვის და საღამოს თავშეყრის საყვარელი ადგილი ლისის ტბაზე. მთავარია, რომ მუსიკა ცოცხალია და ჩვენ გავყვებით მის რიტმს.

განხილვა