in

“ახალგაზრდა, მოუსვენარი და სიცოცხლით სავსე ბრენდი ვერ გაჩერდება!” – გამოწვევას გამოწვევით პასუხობს “ლიკანი”

კორონავირუსის პანდემიამ არა მარტო ჩვენი, ადამიანების ცხოვრება შეცვალა, არამედ კომპანიების დღის წესრიგზეც იქონია გავლენა – გაჩნდა ახალი გამოწვევები და, ამავდროულად, ახალი შესაძლებლობებიც. თუ როგორი აღმოჩნდა ეს პერიოდი ქართული ბრენდებისთვის, ამაზე არაერთხელ ვისაუბრეთ. ამჯერად, მინერალური წყალი „ლიკანის“ ბრენდ მენეჯერი ტატა ქათამაძე გვიამბობს, პანდემიის ფონზე კომპანიის გამოცდილებისა და მისი სამომავლო გეგმების შესახებ.

შეიცვალა თუ არა  ბრენდის მახასიათებლები პანდემიის ფონზე და დღეს „ლიკანი“ როგორ პოზიციონირდება?

ტატა ქათამაძე: „ლიკანი“ სასარგებლო პროდუქტია და ბრენდის დაპირებებიც, ყოველთვის ვცდილობთ, რომ ადამიანებისთვის გამოსადეგი იყოს. ორგანიზმისთვის მინერალების მნიშვნელობა შეუფასებელია. ამიტომაც, ზედმეტი მახასიათებლების გამოგონება არ სჭირდება პროდუქტს, რომელიც თავისი შემადგენლობით უკვე უნიკალურია. ჩვენ კი ვმუშაობთ იმისთვის, რომ ბრენდის იდეებიც ისეთივე ნათელი და კამკამა იყოს, როგორიც თავად წყალია. ალბათ, ეს არის ლიკანის, როგორც ბრენდის, მთავარი მისია, რომ, ამ პერიოდში განსაკუთრებით, სარგებლის მომტანი იყოს ადამიანებისთვის.

რა გამოწვევების წინაშე დადგა ბრენდი?

ტ. ქ. : მთავარი გამოწვევა, რომლის წინაშეც, ვფიქრობ, ბევრი კომპანია აღმოჩნდა, ბრენდის დაცვაა! დღეს, ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული იმის გათვლაა, რა შედეგს მოგვიტანს ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილებები მომავალში. პრინციპში, გადასაწყვეტი მხოლოდ ერთი საკითხი გვაქვს: ან – არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მოქმედებას, ყველა სირთულის მიუხედავად, ან – ვჩერდებით და ველოდებით, როდის დალაგდება ყველაფერი, რომ შემდეგ სხვის გაკვალულზე, იქნებ, უფრო მარტივად, გავიაროთ იგივე გზა. „ლიკანი“ – ახალგაზრდა, მოუსვენარი და სიცოცხლით სავსე ბრენდია, ვერ გაჩერდება და ვერც დაელოდება. ამიტომ, გამოწვევას გამოწვევით ვპასუხობთ. მიგვაჩნია, რომ დიდ კომპანიებს პასუხისმგებლობაც დიდი გვაქვს საზოგადოების წინაშე და  ჩვენი ვალდებულებაა, მომხმარებლებს ვაგრძნობინოთ ჩვენი სიძლიერე. ბრენდის ნებისმიერი აქტივობა, მოსაწონი თუ დასაწუნი, ემსახურება იმას, რომ ყველამ ვიგრძნოთ თავი დაცულად და ამას მხოლოდ მოქმედებით და განვითარებით მოვახერხებთ.

შეიცვალა რამე ბრენდისა და მომხმარებლის ურთიერთობაში?

ტ. ქ. : „ლიკანი“ მინერალური წყალია, რომელსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით ამ პერიოდში. ეს ფაქტი, ობიექტური და დამაჯერებელი არგუმენტია ადამიანებისთვის, რომ შეინარჩუნონ ლოიალურობა პროდუქტთან მიმართებაში. ჩვენი კომუნიკაციის გარკვეული ნაწილი, პირველივე დღეებიდან, მიმართული იყო ჯანმრთელი ცხოვრების წესის დანერგვასა და საჭირო მინერალებით ორგანიზმის გაძლიერებაზე. მაქსიმალურად შევეცადეთ იმასაც, რომ ლიკანის შეძენა ხელმისაწვდომი ყოფილიყო ყველასთვის ამ რთულ პერიოდში.

ახალ რეალობაზე როგორ „გადაეწყვეთ“

ტ. ქ. : არსებულმა რეალობამ თვითონვე გადაგვაწყო საკუთარ ტალღაზე, ჩვენ უბრალოდ ავყევით და „ლიკანის“ ტალღაზე დავსვით. უარი ვთქვით სტანდარტულ საკომუნიკაციო არხებზე და მთლიანად გავაკეთეთ აქცენტი სოციალურ მედიაზე, სადაც ჩვენი მიზანი იყო შემეცნებითი, გასართობი და, ამავდროულად, სასარგებლო რუბრიკების შეთავაზება ჩვენი გამომწერებისთვის, რათა მაქსიმალურად საინტერესოდ გაეყვანათ დრო ადამიანებს ლიკანის არხებზე.

სამომავლოდ რა სიახლეს უნდა ელოდოს მომხმარებელი ბრენდისგან?

ტ. ქ. : მუდმივად ორიენტირებულები ვართ ინოვაციებზე, ვმუშაობთ, როგორც პროდუქტის, ისე შეფუთვის ახალ მიმართულებებზე, რომლებსაც მალე შევთავაზებთ მომხმარებლებს.

რა ასწავლა ამ პანდემიამ თქვენს ბრენდს და რჩევის სახით, ზოგადად ქართულ კომპანიებს რას ეტყოდით? 

ტ. ქ. : პანდემიამ, პრაქტიკულად, ერთი ბრიფის ქვეშ მოაქცია მთელი მსოფლიო, ყველა საერთო გამოწვევის წინაშე დაგვაყენა. თითქოს, აქამდე ჩამოყალიბებული სტერეოტიპების აღქმა დაიკარგა – ეს ლიდერია, ეს – სუსტი! დღეს ყველას გვაქვს თანაბარი პირობები, ცარიელი ფურცლიდან მოვიპოვოთ ახალი პოზიციები. ჩემი რჩევაც ესაა – არ უნდა გავჩერდეთ. პირიქით, დღეს რომ ჩვენ მიერ გაკეთებული საქმეები წამგებიანი გვეჩვენება, სწორედ ისინი გაგვიკვალავს გზას მომავალში და აუცილებლად დაამახსოვრებს მომხმარებლებს ჩვენი ბრენდების სახეებს, როდესაც ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება ცხოვრება. შევისწავლეთ „ზუმი“, „თიმსი“, დისტანციური მუშაობა. სინამდვილეში რა ვისწავლეთ, ამას ალბათ, გარკვეული დროის შემდეგ უფრო ნათლად დავინახავთ.

დასასრულს, იქნებ, „ლიკანის“ მიმდინარე რუბრიკებზეც ვისაუბროთ . . . 

ტ. ქ. :„ლიკანი“, როგორც ქართული მუსიკალური სივრცის მხარდამჭერი, ამჯერად გთავაზობთ სამ ახალ პროექტს:

Soundwave Home Sessions“– ყოველ სამშაბათს მუსიკოსები საკუთარი სახლებიდან ატარებენ კონცერტებს.

„Soundwave Home Experiments“  – ამ შემთხვევაში, არტისტებს აქვთ შეზღუდული დრო, 30 წუთი, რომლის ფარგლებშიც უნდა შექმნან კომპოზიცია და გაუზიარონ მსმენელს საკუთარი გამოცდილება და შემოქმედებითი მუშაობის პროცესი.

„მუსიკალური ჟანრები“ – აქ მუსიკოსები გვაცნობენ საკუთარ თავს და კონკრეტულ მუსიკალურ ჟანრს, რომლის შესახებაც ამომწურავად გვიზიარებენ საკუთარ შთაბეჭდილებებს; ვფიქრობ, საინტერესო ფორმატის ვიდეოებს ვთავაზობთ მაყურებლებს ამ მიმართულებით, რადგან მათ საშუალება აქვთ, გამოგვიგზავნონ კითხვები და მიიღონ კონკრეტული პასუხები უშუალოდ მათთვის საინტერესო რესპონდენტისგან.

ლიკანის გვერდებზე შეგიძლიათ ასევე თვალი ადევნოთ შემდეგ რუბრიკებს:

„პოდკასტი ხელოვნებაზე“ -პროექტის მთავარი თემა ხელოვნებაა, სტუმრები საუბრობენ მის როლზე დღევანდელ სამყაროში, ქართული სახელოვნებო სივრცის გამოწვევებსა თუ წარმატებებზე, გვიზიარებენ საკუთარ გამოცდილებებს და ყვებიან საინტერესო ისტორიებს.

#თავგადასავალი – ამ რუბრიკაში კი ყველას შეგიძლიათ ჩაერთოთ, თუ წერა გიყვართ და მოგზაურობასთან დაკავშირებული მოგონებებიც დაგიგროვდათ. ცნობილი მწერლების მიერ გაცოცხლებული მცირე ისტორიების ქვეშ, რომლებსაც ჩვენ წარმოგიდგენთ, ყოველ შაბათს, შეგიძლიათ, თქვენი თავგადასავალი გაგვიზიაროთ ფოტოსთან ერთად და საუკეთესო ნაწარმოებებს ჩვენს საიტზე განვათავსებთ, რა თქმა უნდა, „ლიკანითაც“ უხვად დაგაჯილდოვებთ.

 

[პარტნიორის კონტენტი]

ყველა ერთად ვართ! – The Beatles-ის ქოვერი Facebook-ის რეკლამაში

Covid-19-ის “უჩინარი გმირები” – გაი სავინისა და ენტონ უოტსის შთამაგონებელი ვიდეორგოლი