in

„ლიკანი“ და „აკუსტიკა“ წარმოგიდგენთ ცოცხალი მუსიკალური კომპოზიციების სერიას

თუ თბილისის ქუჩებში ქართული მუსიკის ცნობილ წარმომადგენლებს წააწყდით, რომლებიც სიმღერებს ცოცხლად ასრულებენ, იქვე ახლოს კამერებიც თუ შენიშნეთ, არ გაგიკვირდეთ, რადგან ეს ყველაფერი ახალი და ძალიან საინტერესო პროექტის ფარგლებში ხდება.

მინერალური წყალი „ლიკანი“, რომელიც დიდი ხანია პოზიციონირებს, როგორც ცოცხალი მუსიკის მხარდამჭერი ბრენდი, საქართველოს პირველი არხის პროექტ „აკუსტიკასთან“ ერთად წარმოგიდგენთ ახალ მიმართულებას, რომლის იდეაც თბილისის ქუჩებში, მსმენელებისა და შემთხვევითი გამვლელების თვალწინ, მუსიკალური ნომრების შესრულებასა და გადაღებას გულისხმობს. ვიდეორგოლს კი ფართო საზოგადოება გადაცემა „აკუსტიკისა“ და „ლიკანის“ სოციალური ქსელების საშუალებით იხილავს.

მინერალური წყალი „ლიკანის“ ბრენდ მენეჯერი, ირინა ტყემალაძე:
„„ლიკანი“, როგორც ცოცხალი მუსიკის მხარდამჭერი ბრენდი, საზოგადოებას მუდმივად აცნობს საინტერესო, ნიჭიერ და თანამედროვე არტისტებს. „ლიკანის სცენა” ერთგვარ ასპარეზადაც კი იქცა ახალი თაობებისთვის. მიგვაჩნია, რომ „აკუსტიკა“ ბოლო პერიოდის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია, რომელიც მაღალი ხარისხის ცოცხალ მუსიკას ჰქმნის. „ლიკანი“ კი ყოველთვის იქაა, სადაც ცოცხალი მუსიკაა, ამგვარი მხარდაჭერით ვცდილობთ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქართული მუსიკის განვითარებაში“.

პირველი არხის პროექტ „აკუსტიკის“ ავტორი და მთავარი პროდიუსერი, გიორგი ასანიშვილი:

„„აკუსტიკა“ ნებისმიერი მუსიკალური გემოვნების მსმენელის ინტერესებს ითვალისწინებს. საავტორო მუსიკა, ორიგინალური კოლაბორაციები, მაყურებლისთვის საყვარელი, ცნობილი სიმღერები ახლებური ინტერპრეტაციით და რაც მთავარია, ცოცხალი შესრულებით. ცოტა ხნის წინ გადაცემას დაემატა ახალი რუბრიკა. „აკუსტიკა” თბილისის სხვადასხვა უბანსა და ქუჩაში გამართავს ცოცხალ სესიებს, შესაბამისად, მსმენელებს ან უბრალოდ გამვლელებს ექნებათ საშუალება, მოისმინონ, ნახონ და გახდნენ ცოცხალი შესრულების მონაწილეები“.

პირველი მუსიკალური ნომერი, რომელიც უკვე პროექტის ფარგლებში გამოვიდა, ვაჟა აზარაშვილის სიმღერა „მზე ჩემი კარგი მეგობარია“. ის ნოდარიკო ხუციშვილმა ბენდთან ერთად, ახალი ჟღერადობით შეასრულა. ტექსტის ავტორი მორის ფოცხიშვილია.

პროექტის ფარგლებში საზოგადოება არაერთ საინტერესო, ქართული მუსიკალური კომპოზიციის ახალ ვერსიას იხილავს.

კრედიტები:

ნოდარიკო ხუციშვილი – მზე ჩემი კარგი მეგობარია
ვოკალი – ნოდარიკო ხუციშვილი
დრამი – სანდრო ნიკოლაძე
ბას გიტარა – სანდრო (ბიბიჩ) კვაჭაძე
კლავიში – დათო კაკულია
მუსიკა – ვაჟა აზარაშვილი
ტექსტი – მორის ფოცხიშვილი
ცოცხალი მუსიკის მხარდამჭერია ლიკანი • Likani

[R]

Global Finance-მა თიბისი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საქართველოში, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში საუკეთესო ბანკად აღიარა

როგორ უნდა მოიპოვოთ კონკურენტული უპირატესობა მომხმარებელთა ინსაითებით?