in

ლაიქები უკვე თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში

გახსოვთ ალბათ ძველი ციფერბლატები რომლებიც,  საათებზე, ავტბუსის გაჩერებებზე და სტადიონებზე იყო.

BOG

მათ უკვე დიდი ხანია  აღარ იყენებენ. ტექნიკურმა პროგრესმა სხვა ბევრად უფრო მოსახერხებელი და ზუსტი საათები მოიტანა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ძველის გადაკეთება და გამოყენება არ შეიძლება.

საფრანგეთში,  Smiirl-ის გამომგონებლებმა მოწყობილობა გამოიგონეს, რომელიც მაღაზიებს ძალიან გამოადგებათ.  Fliike-ი რეტრო საათის ციფერბლატისგან შედგება, ის Wi-Fi-ს საშუალებით ინტერნეტს უკავშირდება და ციფერბლატზე ისახება იმ Like-ების რაოდენობა, რასაც მაღაზია აგროვებს.

შეიძლება ერთი შეხედვით ეს ყველაფერი ძალიან ბანალურად ჩანს, მაგრამ მომხმარებლის ყურადღებას იქცევს, რის გამოც შეიძლება თქვენი პატარა მაღაზია გამორჩეული გახდეს.
მოწყობილობა შეზღუდული რაოდენობით იყიდება.

პირველი ჰოსტელი ავტომობილში

იხმაურეთ მეზობლები ვერ გაიგებენ