in

ქართულ-ამერიკული კინოაკადემიის კურსდამთავრებულის, ნინო შონიას ფილმი -“LILE” ამჯერად Gladiator Film Festival-ზე საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის გამარჯვებული გახდა

ქართულ-ამერიკული კინოაკადემია ამაყობს თავისი ერთ-ერთი ნიჭიერი სტუდენტის, ნინო შონიას მიღწევებით. ამჯერად, ნინოს მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა, “LILE”, მოიპოვა მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება, მათ შორის საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი პრიზი გლადიატორის კინოფესტივალზე.

“LILE” ასევე იყო ნომინირებული პრესტიჟულ Lonely Wolf International-კინოფესტივალზე, როგორც საუკეთესო სტუდენტური ფილმი. გარდა ამისა, ნინო შონიას ფილმი შერჩეულ იქნა ფინალისტად First-Time Sessions Filmmaker 2023 ჯილდოსთვის ანატოლიის საერთაშორისო კინოფესტივალის First Time Global Network-ზე. შეგახსენებთ, რომ ნინოს გამორჩეული რეჟისორული უნარები აღიარებული იქნა ScorpiusFest-ის მოკლემეტრაჟიან ფილმების ფესტივალზე, როგორც საუკეთესო რეჟისორი.

ქართულ-ამერიკული კინოაკადემია აგრძელებს კინოწარმოებით დაინტერესებული პირების მხარდაჭერას, მათი უნარებისა და შემოქმედებითი ხედვების განვითარებას. აქ, აკადემიურ პერსონალის, გამოცდილი მენტორებითა და თანამედროვე აპარატურის დახმარებით შეძლებთ შექმნათ, გადაიღოთ მოკლემეტრაჟიანი ფილმი, მონაწილეობა მიიღოთ თანაკურსელების ფილმების გადაღების პროცესში და ამით შექმნათ თქვენი მრავალფეროვანი პორტფოლიო და მიაღწიოთ წარმატებას საერთაშორისო დონეზე.

[R]

Petit Bazar – ქართული საბავშვო მაღაზია შემოქმედებითი წრეებით, ეკო-მეგობრული ნაწარმითა და ინკლუზიური გარემოთი!

აკრძალული წიგნების ხუთეული, რომელიც უნდა წაიკითხოთ